kids.ge logo

იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს

ფავორიტებში დამატება
ვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია.
მესმის რულში,როგორც ყრუ ელეგია,
მატარებლის დამღალველი ხმარი,
რაღაც მღვრიე, რაღაც არ-აქაური.

მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,
იმ ატმებს გამარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!
ყველაფერი სიზმარივით გათავდა,
რასაც გული სიყრმით დახატავდა.

მესმის რულში, ერთხელ გაიბზარა რა,
მატარებლის: რა-რა-რა-რა, რა-რა-რა.
რა - არას, მე მისმენდი მხოლოდ ჰო-ს,
მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,

იმ ატმებს გამარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!
სარკმელიდან - მთების უბეში ნიავს
არვინ იტყვის: იყავ, ნუ გეშინია!
ყო ღამე, იყო უდაბნოთი,

დეს მშვიდი და უცნობი პოტი
თვითეულ ჩრდილს შევხაროდი, თითო რტოს,
და ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,
იმ ატმებს გამარჯოს იმ ატმის ყვავილებს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სად იყო სმენა და გაგონება?ახალი ჰანგი ენატრება ცას უკანასკნელს, მე ვგრძნობდი მაშინ, რომ სტოპვებდა ზეშთაგონება— თვით მურილიოს,...უსიყვარულოდუსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრშება სასიხარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებო...მერის თვალებითეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე, დახურულია გული, როგორც საკანი რამე. თითქო უმძიმეს კარებს კუპრის დაედ...ქალავ!გულო, ოცნებას მალავ! ცაო, ლურჯდება ზოლი! ვაჟი: - დაიცა, ქალავ! ქალი: - დაგიბრმა თოლი! შორით ბრუნდება წყალ...დღე გაფითრდა იაგუნდისადღე გაფითრდა იაგუნდის, დგას ღრუბლების ჯგუფები. რაგინდ დიდი გული გქონდეს, მაინც დაიღუპები. საშინელი მოსკდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026