kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება

ღამეა, ცაში ომია,
ელვა ქვემეხებს ისვრის,
ქარმა ღრუბელი დაგლიჯა,
დინა თეთრი სისხლი,
წვიმა თქრილით მოვარდა,
ტყე დაბურა ნისლით.
დილით მზე ამოჩახჩახდა,
გადაბარდნა ნუში,
რაღაცამ გამოიღვიძა,
გათამაშა გულში,
ბებიამ უთხრა ბაბუას:
- გაზაფხულდაო გუშინ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლოთიჭაჭანაჭამი ტახია, გორავდა, როგორც კვახია, თავზე წაადგა ბეკეკა, უთხრა: - ღორებზე ახია! ტახმა ქვევიდან შესტ...ერთმა პატარა ბეღურამერთმა პატარა ბეღურამ დალეწა რკინის გალია; ასი პეპელა შეჭამა, ორი ათასი კალია, ასი ათასი მუხლუხო, მერე მოს...ხანძრობანახანძრობანას თამაში შეიძლება თავლაში?! ქალბატონო ასმათი, დაუმალეთ ასანთი! ნოდარიკო თავბუა, ნუ აწვალებ ბაბუ...სათვალებები, როგორ დავიჯერო, რომ სათვალე კარგია, იმ დღეს ვცადე, გავიკეთე, არაფრად არ მარგია. ვეღარც ფისო დავინახ...ბებერი მწევრისა და ტრაბახა კურდღლის გასაუბრებაკურდღელმა უთხრა: - მწევარო! შენ რომ დაეძებ, მე ვარო, თუ ვაჟკაცი ხარ, მობრძანდი, აგერ ბუჩქებში ვწევარო. მწ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026