kids.ge logo

მღერიან თუშის ბიჭები

ფავორიტებში დამატება

მიტანტალებენ ბილიკზე
თუშის პატარა ბიჭები,
ფეხში ესობათ ეკლები,
ფეხში ესობათ ხიჭვები.
მიდიან, მიიმღერიან,
მთები უწყობენ ხმასაო:
"თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ,
კიდევ ვჯობივარ სხვასაო...
არ მივატოვებ არასდროს
მთაში გარეკილ ცხვარსაო,
არ გავაცივებთ ღადარსა,
არ გამოვკეტავთ კარსაო,
მალოს, დიკლოს, შენაქოს
არ დავუტოვებთ სხვასაო".
ნიმორები გადმოდგნენ
გადმოფინენ მთებსაო.
მდინარები გადმოსკდნენ,
კლდემ კლდეზე დაიკვნესაო.
რემმა ირემს გასძახა:
ბალღებმა ეს რა თქვესაო!
ნეტაი, ჩვენსა მამულსა!
ნეტაი, დედათქვენსაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მგელი, ბატკანი და მურიაერთხელ ბატკანმა მურიას შეჰკადრა საყვედურია: - რაა, რომ ბატკნებს მგლის შიშით ვერ გვიჭამია პურია?! გაბრაზებ...ფისოფისუნია, ძილისგუდა, ჩხუბის ღირსი არა ხარ? მუდამ გძინავს, თაგუნამ კი ყველაფერი გადახრა. არა, ფისო, ჯერ არა...იარა ყვავილს ვგავარ, თუ იცით? კარგად შემხედეთ, აბა... ცისფერი ქუდი მახურავს, მაცვია ლურჯი კაბა. ბაღში ვარ, ...ძმური სამსახურიგამიწიე, მურია, ძმური სამსახურია, ჩემს მაგივრად შეჭამე კარაქი და პურია. და თუ ხვალაც შენ შეჭამ ჩემს მაწონ...გაუგებარი ლექსიეს ლექსი დედაზეცაა, ეს ლექსი მამაზეცაა, თუ მიწა დედამიწაა, მაშ ზეცა მამაზეცაა? აუ, რამდენი ცებია, ნეტავი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026