kids.ge logo

ნუგეში

ფავორიტებში დამატება
ჩემს ბებოს ხუთი შვილი ჰყავს,
შვილიშვილი კი - ერთი.
ბებია ამბობს - ჩემს ბედში
არ ურევია ღმერთი.
ჩემს შვილებს ღმერთი არა სწამთ?
როგორ გავჩუმდე, როგორ?
ხუთ შვილზე ერთი ბადიში
და მერე, ისიც გოგო?
- ნუ გეშინია, ბებია,
რომ გავიზრდები, მაშინ
იმდენ შვილიშვილს გიყიდი
ვერ დატიო სახლში.
სი სათვალე გექნება,
ჩემო ბებია ოლღა,
სი კაბა და თავშალი,
სი ქუდი და ქოლგა.
შენ ოღონდ კარგად იყავი,
ნუ უჯავრდები მამას,
და ჩირსაც თუ არ მოგვაკლებ,
ჩვენც არ მოგაკლებთ ჭამას.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბურთი და ნიკორაბურთმა იგორა, იგორა, მინდორი გადაიგორა, მინდვრის ბოლოს რომ მიგორდა ბოლოში დახვდა ნიკორა, ნიკორამ ჰკითხა: ...გაუგებარი ლექსიეს ლექსი დედაზეცაა, ეს ლექსი მამაზეცაა, თუ მიწა დედამიწაა, მაშ ზეცა მამაზეცაა? აუ, რამდენი ცებია, ნეტავი ...დათუნიაგამარჯობა, დათუნია, რა კარგი ხარ, ლამაზი, ვერ მიცანი? შემომხედე, მე ვარ, შენი თამაზი. ყურადღებას არც კი მ...თოჯინამთელ დღეს ასე ატარებ უსაქმურად, ძილშია, გუშინ წიგნი მოგეცი, არც კი გადაგიშლია. დაემსგავსე დათუნას და არა ...გოჭებიდასდევს კუდში მურია ლანძღვითა და გინებით, მთელი ეზო დათხარეს პაწაწინა დინგებით. გუშინ დოქი გატეხეს, ჩაიპა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026