kids.ge logo

ჯადოსნური მაგიდა

ფავორიტებში დამატება
სამასპინძლოდ მოგელით,
გაშლილი გვაქვს მაგიდა,
ყველა დროის ხილია,
სულო, გულო, რა გინდა!
ქეთ ვაშლი შაქარა,
ქით - მსხალი გულაბი,
სასუსნავიც ბევრია -
ბალი, შინდი, უნაბი.
რაზედ მორცხვობს ატამი?
ცალი ლოყა ასწვია,
ხელგობზე რომ აწყვია,
დათაფლული მარწყვია.
ქარვისფერი ყურძენი
დევს ლარნაკზე სათუთად,
იწვის სავი მაყვალი,
ბოლავს თეთრი ხართუთა.
უჰ, რა კარგი ნესვია!
მნახველს სუნით დაათრობს,
გერ კომში ბაქია,
ტოქება საზამთროს.
ლალისფერი მძივებით
რამ აავსო ჯამ-თასი?
პირაღია ბროწეულს
გახევია ატლასი.
გავქრებიო, იძახის
ლეღვი, შიშით გამდნარი
და სქელ სამოსს შენატრის
ფორთოხალს და მანდარინს.
ბა, ჩქარა, მოგელით,
გაშლილი გვაქვს მაგიდა,
ირჩიეთ, მიირთვით,
სულო, გულო, რა გინდა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლექსი სპილოზეკითხვა ძალზე ადვილია, პასუხი კი - ძნელი. რატომ დადის დიდი სპილო მუდამ ფეხშიშველი? ასე ხსნიან პატარები ამ ...ფეხსაცმელი- პირს შაშვივით რისთვის აღებ, ფეხსაცმელო, რა გჭირს? მითხარ, იქნებ კბილი გტკივა ყბას შეგიხვევ ნაჭრით. შიმშ...საახალწლოჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა, შოკოლადის ფილა, მოგილოცავთ სუყველას ახალი წლის დილას! ოქრო გოგო-ბიჭებო, დამიბერდით...თოვლის პაპის ნათქვამიცეკვით, სიმღერით, სიცილ-კისკისით მომილოცია ახალი წელი! მომაქვს ციგები, მომაქვს გუნდები, მაჭახელების ჭახან...დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სიყოველ დილით ღიღინ-ღიღინ იჩქარიან სკოლაში შვიდი და-ძმა მუსიკოსი - დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი. დო ყველაზე ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026