kids.ge logo

ჯადოსნური მაგიდა

ფავორიტებში დამატება
სამასპინძლოდ მოგელით,
გაშლილი გვაქვს მაგიდა,
ყველა დროის ხილია,
სულო, გულო, რა გინდა!
ქეთ ვაშლი შაქარა,
ქით - მსხალი გულაბი,
სასუსნავიც ბევრია -
ბალი, შინდი, უნაბი.
რაზედ მორცხვობს ატამი?
ცალი ლოყა ასწვია,
ხელგობზე რომ აწყვია,
დათაფლული მარწყვია.
ქარვისფერი ყურძენი
დევს ლარნაკზე სათუთად,
იწვის სავი მაყვალი,
ბოლავს თეთრი ხართუთა.
უჰ, რა კარგი ნესვია!
მნახველს სუნით დაათრობს,
გერ კომში ბაქია,
ტოქება საზამთროს.
ლალისფერი მძივებით
რამ აავსო ჯამ-თასი?
პირაღია ბროწეულს
გახევია ატლასი.
გავქრებიო, იძახის
ლეღვი, შიშით გამდნარი
და სქელ სამოსს შენატრის
ფორთოხალს და მანდარინს.
ბა, ჩქარა, მოგელით,
გაშლილი გვაქვს მაგიდა,
ირჩიეთ, მიირთვით,
სულო, გულო, რა გინდა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სად არიან წელიწადის დრონიმზე მიწაზე ჩამოსახლდა, ზაფხულია ბარში ახლა. - სად გაიქცა გაზაფხული? - გაზაფხული მთაში გახლავთ. იქ ღრუბლებ...ჩურჩხელა-როგორ ვჭამო ჩურჩხელა, მაგარია ქვასავით... -შენ მაგაზე ნუ ღელავ, მე შევჭამ და გასწავლი....ქრის, ქრის, ქრისქრის, ქრის, ქრის ქარი სექტემბრის. ფარფატელა ჭადრის ფოთოლს მიაქანებს ძირს. ვის მოუხმობს, ვის ზარი სექტემბრ...ბიძინას ნატვრისთვალი- ნატვრისთვალო ციმციმავ, მინდა გთხოვო, იცი რა?.. ბებო გამიჯანმრთელე, ავად ხდება ხშირ-ხშირად. ნატვრისთვალო...უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026