kids.ge logo

სარფელი მეთევზე ბავშვების სიმღერა

ფავორიტებში დამატება
ა−ი−და, ა−ი−და,
გას−ცუ−რე, ბა−ი−და,
გა−მო−დი, კე−ფა−ლო,
გა−მო−დი, სტავ−რი−და!
ა−ი−და, ა−ი−და,
მო−უს−ვი, ბა−ი−და,
დელ−ფი−ნი მო−ვარ−და,
ნე−ტა−ვი სა−ი−დან?..
სტავ−რი−დას გა−ი−ტანს,
კე−ფალ−საც გა−ი−ტანს,
ბა−დეს და ბა−ი−დას
გა−ი−ტანს ლა−ზის−ტანს.
ამ ბა−დეს დავ−ტო−ვებთ,
ტალ−ღებ−ზე ე−ფი−ნოს,
ო−ღონდ შენ მოგ−ვეშ−ვი,
კე−თი−ლო დელ−ფი−ნო.
რა მოხ−და ა−სე−თი,
ეს ზღვა რომ გა−ცა−ლე;
სულ შე−ნი არ ა−რის?
ცო−ტა ჩვენც გვა−ცა−ლე!
დღეს ა−რა გვცა−ლი−ა,
ხვალ გე−თა−მა−შე−ბით,
დი−ლი−დან ვთევ−ზა−ობთ
სარ−ფე−ლი ბავშ−ვე−ბი.
დღეს თევ−ზის ნა−სა−ხიც
არ გაგ−ვი−ყი−დი−ა,
გვა−ცა−ლე, გავ−ყი−დით
სტავ−რი−დას, მი−დი−ას.
ტალ−ღე−ბი მო−დი−ან,
ტალ−ღე−ბი მო−დი−ან,
შენ სხვა−გან ი−თევ−ზე,
შა−ვი ზღვა დი−დი−ა.
მობ−რუნ−დი, ბა−ი−და,
მზე ზღვა−ში ჩა−ვი−და.
დელ−ფი−ნი წა−ვი−და,
ა−ი−და, ა−ი−და!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქურდბაცაცა ბაჭიაამდენ მწვანე კომბოსტოს არც ჩიტი ჭამს, არც ჭია. ალბათ ისევ ეშმაკობს ქურდბაცაცა ბაჭია! მოვა, როცა ძილში ვარ...იარა ყვავილს ვგავარ, თუ იცით? კარგად შემხედეთ, აბა... ცისფერი ქუდი მახურავს, მაცვია ლურჯი კაბა. ბაღში ვარ, ...ნოდარიკოს სტუმარიზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, წყალში ყინვა ჩამდგარიყო, ღობემძვრალა ჭინჭრაქასთვის ტყეში მოცვი გამქრალიყო, მშიერი...ხანძრობანახანძრობანას თამაში შეიძლება თავლაში?! ქალბატონო ასმათი, დაუმალეთ ასანთი! ნოდარიკო თავბუა, ნუ აწვალებ ბაბუ...მღერიან თუშის ბიჭებიმიტანტალებენ ბილიკზე თუშის პატარა ბიჭები, ფეხში ესობათ ეკლები, ფეხში ესობათ ხიჭვები. მიდიან, მიიმღერიან, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026