kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება
ყინული დადნა, იღვიძებს
ველი დიდი ხნის მძინარე,
ტყე იფურჩქნება, იშლება,
მოსჩქეფს წყარო და მდინარე.

ცა მოკამკამებს, ლურჯდება,
დადგა დარები მზინი,
მწვანედ ბიბინებს მინდორი
მადლიან-ბარაქიანი.

ზედ დასჭიკჭიკებს მერცხალი
მალხაზი, მალიფრთინი.
ტოროლა დაზარელი
და მუდამ ხალისინი.

მოსურვებიათ სამშობლოს
ნახვა შოშიებს, გვრიტებსა,
მოსულნი ჟივილ-ხივილით
სალამს აძლევენ ჩიტებსა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომადასევდიანდა ბუნება, ფერი შეუკრთა ტყე-ველსა, კაკალსა მოშრიალესა და ვერხვსა შტოთა მრხეველსა, მუხას ამაყად მ...პატარა მკითხველებსჩემო პაწია მერცხლებო, ჩემი სიცოცხლის სხივებო, საყვარლად მოჭიკჭიკენო, თქვენ, ჩემო გულის მძივებო, მოგესალმე...ჩიტი და ილაპატარა ილამ ეზოში ბევრი იცელქა დილითა; გამოაყრუა მიდამო გამხმარი ლელის სტვირითა. შემდეგ მოახტა ცხენჯოხას,...საქართველოა ლამაზიმთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ...რთველიადე, პირი დაიბანე, გამოფხიზლდი, ჩემო თინა! რახანია ცელქმა სიომ ვენახები დაირბინა. ვაზებს ჩხები შეურხია ის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026