kids.ge logo

სამურაბე ბალი

ფავორიტებში დამატება
ბაღში ბალი დამწიფდა,
ღურღუმელა შავუნა,
ფოთლებს მიღმა უცქერენ,
კუნწულები, მალულად,

ჩასაკვრეხად უხმობენ,
დამსკდარი ნაყოფები,
ზოგან კურკებიც უჩანთ,
ჩიტთა დანაკორტნები.

ბაჩომ კიბე მიადგა,
დაკოც მიეხმარა,
მოკრეფილი ბლები კი,
ვარცლზე გადმოყარა.

მისივნენ ბავშვები,
და გამართეს ყიჟინა,
ნიტაც ფეხზე წამოხტა,
უკვე გამოძინა.

და იცმევენ ყურებზე ,
ყურსაკიდა კუნწულებს,
პაწაწინა რუსკაც კი,
სარკის წინ დაცუნცულებს,

მოთხუპნათ ტუჩები,
გაეტკბილათ თითები,
მწერები ესევიან,
დაზარდათ ღიპები.

ბოლოს ერთურთს შეხედეს,
ღარ დარჩა ბალი,
გონს მოეგნენ გვიანღა,
ბაჩო, ნიტა,ლალი.

თავდახრილი, მორცხვები,
კუთხეს ეწურებიან,
სამურაბედ მინდაო,
სთქვა იმ ბალზე ბებიამ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კვერცხი - ოქრო თუ ვერცხლი?ხეს მოსწყდა ხმელი კაკალი, ქოჩომ ატეხა კაკანი, ტყუილად არ დაუკვეხნია, ბუდეში გორავს კვერცხია, გნიასმა ყური...ნატადედი, მითხარ ვერ გავიგე, ეკითხება დედას ნატა, რად არ იბანს ტუჩებს მყისვე, რძეს რომ დალევს ჩვენი კატა?...ბადი ბელიგალიაში ცხოვრობს მარტოდ, პაწაწინა დათვის ბელი, მოიყვანეს ტყიდან იგი, გაყინული, - სულ მთლად სველი, თოვლმა ...მზემ მოიკრიბა ძალ-ღონემზემ მოიკრიბა ძალ-ღონე, გახია ღრუბლის ვუალი, შეგვპირდა,არ მიმაგვატოვებს, ყოველ დღე თქვენთან მოვალო. თვალს...თეონა და ლილიკლასელები არიან, თეონა და ლილი, თეო მეტად მარდია, ლილის უყვარს ძილი. თეო სპორტში ვარჯიშობს, ტანი გაიკაჟა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026