kids.ge logo

შემოდგომის ბარაქა

ფავორიტებში დამატება
მრავლად დახლეჩილ ბროწეულთა ნაყოფებიდან,
ძოწის მძივები ცნობისმოყვარედ იმზირებიან,
ჩქარა გვიშველეთ, ჩამოგვკრიფეთ ჩაგვატკბარუნეთ,
ხიდან ლეღვები მომხიბვლელად იღიმებიან.
კომშის სურნელი გიღიტინებს ცხვირის ნესტოში,
ჭერამი, თხილი-ყველა ხილი გიხმობს თავისთან,
წითელ-ყვითელი ატმები და დაშაქრულ ვაშლი,
მსხალი თუ ხურმა-იმათ ხილვას ვეღარ ატან.
შავად ძიმძიმებს იზაბელას მწიფე მტევნები,
რქაწითელებს კი ლამის არის ავარდეთ ალი,
მწიფწე თავები ჩაქინდრავთ აქ მზესუმზირებს,
ყვითელ ფურცლებს შუა დამჩნევიათ წვრილ-წვრილი ხალი.
დუღსა და ღვივის ქარვისფერი ეს შემოდგომა,
ფუტკრის ბზული ისმის ყველგან-მზე არის მწველი,
მე შარიშურით დავაბიჯებ ჭრელ ხალიჩაზე,
და აღარ ვიცი რომელ ნაყოფს მოვკიდო ხელი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რეზოს კნუტებირეზოს ჰყავს სამი კნუტია: თეთრა, მჩხავანა, ბუტია, მისი წითელი ბუშტები, იმ კნუტებს დაუჩუტიათ. გაბრაზდა რეზო...მზემ ამასწრო ადგომამზემ ამასწრო ადგომა, მიმღერს ჭიამაია, რა ლამაზი დილაა, გაიღვიძე ბაია! თვალი ძლივს გავახილე, ზმორებით და წ...სოფიოს ზღარბებიმოდით უნდა მოგითხროთ, საოცარი ამბები გჯეროდეთ სიმართლეა არ გეგონოთ ზღაპრები. სოფოს ეზოს ბოლოში, ბინადრობე...ტანძიამიყვარს ეს ედემ აღები, ეს ჩემი ტკბილი ტანძია, ასეთი სამშობლოს ქონა, ყველასთვის დიდი განძია. დიდი გული აქვ...პაწაწინა მეგობარიჩემი მეგობარი, პაწაწინა ქალი, ძლიერ, ძლიერ მიყვარს, ლურჯთვალება მარი. ჩემთან მოდის ხშირად, ოცნება აქვს ერ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026