kids.ge logo

წყალი არ ყველა წყალია

ფავორიტებში დამატება
გუბევ, გუბევ, შე საბრალო,
ზარმაცო და სალახანავ,
არ მოგწყინდა სულ ძილი და
ერთ ადგილზე ყოფნა განა?
ბაყაყების ორკესტრს უსმენ,
ჩაიქნიე უკვე ხელი,
სიკეთეს და კარგ ცხოვრებას,
მუქთახორავ ნუღარ ელი.
კარგ ცხოვრებას და კეთილ დღეს,
ცოდე, რომ უნდა შრომა,
შრომასა კი სიხალისე,
მოძრაობა,სწრაფად სრბოლა.
გადმოხეთქე კალაპოტი,
გაიღვიძე, გაინძერი,
თავს ბუშტები მოგდგომია,
დაგდებია მწვანე ფერი.
ყველას სძულხარ უმოქმედო,
გვერდს გივლიან დიდი ზიზღით,
ბა შეხე ამ ჩვენს რიონს,
რას გრილებს, როგორ მიჰქრის?
ერთი ციდა ნაკადულად,
მოევლინა ამ ქვეყანას,
დავაჟკაცდა ტყეში,ღრეში,
მობრდღვენს მედგრად-ტბორავს ჭალას.
ჯებირები დაამტვრია,
გადალეწა, გადმოლეწა,
დიდესი მონდომებით,
ქალაქები გამოძერწა.
მიგრილებს და ხმარობს,
ბუნებამაც დანათლა,
მისმა ძალამ, ენერგიამ,
ქალაქები განათა.
ბოლოს დაღლილ-დაქანცულმა,
როს მოგო დიდი ბრძოლა,
კმაყოფილმა გავაკა,
და შეწყვიტა სწრაფი სრბოლა,
და დაჭრილი მხეცის მსგავსად,
ბოლო ღამე გათენა,
დაცალა მდარე სისხლად,
და დიდ ზღვაში ჩაესვენა.
შენ კი გძინავს, არ გრცხვენია?
მრავალ მწერთა გახდი ბუდე,
წვიმას ელი აგვისტოში,
რომ არ დაშრე ცოდვილ გუბევ.
შენც ხომ ამ ცის ნაჟური ხარ,
ირგვლივ მთაც გაქვს და ბარიცა,
ზოგი წყალიც კი ფუჭია,
წყალიც არის და წყალიცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეკლიანი მეგობარიტყეში ახლოს ცხოვრობდნენ:თხუნელა და მაჩვი, მახრა,თაგვი, ბაყაყი,ზღარბუნია დაჩი. დაჩი ჯერ სულ ციცქნაა,სწრაფი...ბინძური გოჭიგოჭი რომ ლაფში დაგორავს, ჰკვირობს პატარა ნინია, ბინძურს არ გაუწყრებიან, დედიკოს არ ეშინია?...პაწაწინა მეგობარიჩემი მეგობარი, პაწაწინა ქალი, ძლიერ, ძლიერ მიყვარს, ლურჯთვალება მარი. ჩემთან მოდის ხშირად, ოცნება აქვს ერ...სამი მშობელისულ წარჩინებით ისწავლე, იყავ ბეჯითი,მშრომელი, უპირველესად გახსოვდეს, შენი ძვირფასი მშობელი, შენა გყავს სა...მეურნე იმედამსურს მოგიყვეთ ამბავი, ფრიად გასაკვირი, ჰყავს ბიჭუნა იმედას, ყურპარტყუნა ვირი. განა მარტო ვირი ჰყავს, ძრო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026