kids.ge logo

უნიჭო მუსიკოსები

ფავორიტებში დამატება
მეზღაპრემ სთქვა, - ვიგვინებ,
ფეხით მოვვლე მთა-ბარიო,
ბავშვებს უნდა მოვუტანო,
სასაცილო ზღაპარიო.

ჰოდა უკვე შემობრძანდა,
მოხსნა თავი იმ ჩვენს გუდას,
ველოდებით განაბული,
ლექსს გვიამბობს, იგავს,-თუ რას.

ერთ სოფელში მოხუც ბებოს,
ჰყავთა თურმე ძროხა ჭრელა,
მოსაწველად რომ იხმობდა,
მოდიდა ისიც ხელად.

ბებო ამ დროს ღიღინებდა,-
ძროხამ არ იცოდა ენა,
მაგრამ მას კი ეგონა რომ,
აქვს საოცრად კარგი სმენა.

ჭრელავ, რაზედ მოწყინე?-
ეკითხება“წრიპა“ თაგვი,-
მოდი მუსიკას გასწავლი,
სახალისოდ არის კარგი.

ძროხა უცებ გონს მოგო,
ეგ ჰქონია გულზედ დარდად,
ირჩიეს დიდი არფა.
იმ ნოტების შესასწავლად.


შეიკრიბნენ მსმენელები,
ცხვარი, ვირი,თხა და ჯორი,
თაგვმა ფრენჩიც გადაიცვა,
გახდა ძროხის დირიჟორი.

ინსტრუმენტი ფეხებს შუა,
მომარჯვა თურმე ჭრელამ,
ჯერ ტექნიკას ვერ ფლობს სრულად,
უკრავს ჩლიქით ნელა- ნელა.

ნოტები რომ გადაფურცლოს,
თაგვმა თათი დაისველა,
ძროხამ მუსიკა ისწვლა?
ტაშს უკრავენ, -ჰკვირობს ყველა.

და სიმებში გაეხლართა,
ჭრელას მისი მსხვილი ჩლიქი,
არ შეშინდე გააგრძელე,
ჭიკჭიკებს ყურთან ჩიტი.

ცუგო ყეფს და ფისო კნავის,
ეს რა ვნახეთ?-მიავ, მიავ!
ძროხა არფაზე, უკრავდეს,
დღემდე არსად გაგვიგია.

ცხენი მყისვე ახვიხვინდა,
მომარჯვა მის წინ დოლი,
მუსიკა რომ ისწავლოო,
მონდომებაც გინდა მგონი!

ეს რა ლამაზ ჰანგებს ისმენს,
მოღრუტუნდა მათთან ღორი,
მოინდომა მანაც დაკვრა,
მოტანა თან ტრომბონი.

დავჯდები და მეც ვისწავლი,
ჩლიქი მეც მაქვს,-ამბობს ხარი,
კატაც უცებ წაცუნცულდა,
და მიართვა კუროს თარი.

და აზმუვლდნენ ცხოველები,
წრიპას უდგას მსურველთ ჯარი,
ვირმა ის თქვა:ხმა მაქვს კარგი,
მე ვიქნები მომღერალი.

დირიჟორს კი დრო არ ყოფნის,
და ღამესაც მათთან ათევს,
ვერაფერი შეასწავლა,
სულ ტყულად იქნევს თათებს.

ყველა ერთხმად ყმუის, ბღავის,
მათ თაგუნა რაღას უზამს?
როცა ნიჭი არ აქვს არც ერთს,
არ იციან თვლა, პაზა.

ძროხა არფას ხმას აყოლებს,
თხა პეტელობს მეე და მეო,
წრიპა ჯოხს ვირს ყურზე ურტყამს,
ცოტა ჩუმად იმღერეო.

მოკლედ რომ ვთქვათ, სათანადო,
ვერ აგროვეს მათ ქულები,
ყველას თავი აატკივეს,
გამოუყრუეს ყურები.

დირიჟორმა დაიფრინა,
მუსიკოსნი თქვენ არ გქვიათ,
წადით, ის საქმე აკეთეთ,
მხოლოდ თქვენ რაც შეგიძლიათ.

მონდომება არ კმარაო,
ნიჭი არ გაქვთ და არც ხმები,
და გაუდგნენ საძოვრის გზას,
დარცხვენილი ცხოველები.
9.11.2013

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

მანანა ტონიას სხვა ლექსები:

ტყუილები
თურმე ტყეში ბებერ მუხას,
მოტეხია ერთი ტოტი,...
ლევიკოს ოცნება
სულ ათებზე ვისწავლი,
და გავხდები მკვლევარი,...
ბაკურიანი
მიქრის ტყეში კუკუშკა,
ძლიერ ხმაურიანი,...
რთველი
რთველი არის ჭიკაანში,
გააჩაღეს მარულა,...
არაჩვეულებრივი კონცერტი
შეიკრიბა ერთ მუშტად,
მომღერალთა დასი,...
„ბაჭია“
ნახატის ავტორი:
ბარბარე სოზაშვილი (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მანანა ტონიას ლექსი „უნიჭო მუსიკოსები“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „უნიჭო მუსიკოსები“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ლომსაძე:


Kids.ge-ს რჩევები

მოუსმინეთ ბავშვს

გაითვალისწინეთ ბავშვის საზრუნავი და ისაუბრეთ მასთან მეგობრობის შესახებ.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ჭკვიანი ჭიანჭველა“
ნახატის ავტორი:
ანა პატაშური (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები სწავლაზე

ვასილ გვეტაძე
ზოოპარკში

ვასილ გვეტაძე

ერთხელ კიდევ რომ ნახოს
საოცრება ნამდვილი,...
მანანა ტონია
არაჩვეულებრივი კონცერტი

მანანა ტონია

შეიკრიბა ერთ მუშტად,
მომღერალთა დასი,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები სწავლაზე

ნესტან კუპრავა
თუთიყუში ჟაკო

ნესტან კუპრავა

მხოლოდ ერთი სიტყვა იცის
თუთიყუშმა ჟაკომ....
გივი ჭიჭინაძე
უცნაური ორთქმავალი

გივი ჭიჭინაძე

საახალწლო ნაძვის ხეზე
ქალაქისკენ მომავალი...
ლუარა ჭანტურია
ცხოველები

ლუარა ჭანტურია

ერთმანეთთან ცხოველები
ბაასობენ ბგერით,...
გივი ჭიჭინაძე
დათოს ქუდი

გივი ჭიჭინაძე

დაიკარგა დათოს ქუდი,
სად არ ძებნეს - ვერსად ნახეს....
ნესტან კუპრავა
ანა ანბანს სწავლობს

ნესტან კუპრავა

არა გახარებთ განაო?-
ანბანს სწავლობს ანაო....

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები სწავლაზე

გივი ჭიჭინაძე
როგორ ასწავლა ჭიანჭველამ სამამდე თვლა ჭიანჭველაჭამიას

გივი ჭიჭინაძე

შესთხოვს წრიპა ჭიანჭველა
ჭიანჭველაჭამიას:...
დავით გურამიშვილი
სწავლა მოსწავლეთა

დავით გურამიშვილი

ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,
ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;...
მანანა ტონია
ქურდი ბეკო

მანანა ტონია

იყო და არა იყო რა,
რა იქნებოდა რა? -...
ნოდარ დუმბაძე
მანანას წერილი

ნოდარ დუმბაძე

ჩემო კარგო მედიკო,
ჩემო კარგო დაია,...
გივი ჭიჭინაძე
ასოხატულა კუნწულები

გივი ჭიჭინაძე

არჩევანი, არადანი.
ალამს ახვევს ალამდარი....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026