kids.ge logo

უცოდინრობის წამალი

ფავორიტებში დამატება
დილით, მეზღაპრე გუდითა,
თურმე, ესტუმრა ბავშვებსა,
წიგნებიც მისცა ფუთითა,
და კიდეც ათამაშებსა.

მეზღაპრემ როს შემოწმა ,
როგორ სწავლობენ ანბანსა,
არ მოწონა ცოდნა და,
დასხა, უყვება ამბავსა:

- უცოდინრობა სენია,
ის ემართებათ ზარმაცებს,
ლონდრეებს,მძინართ და არა,
ბეჯითებს, ცქვიტებს,მამაცებს.

განიკურნება ადვილად,
მე ვიცი მისი წამალი:
მოსწავლე უნდა დგებოდეს,
როცა იყივლებს მამალი.

სკოლაში ყური დაუგდოს
მან მასწავლებლის საბარს,
და არა თავის მეგობრებს
ფუჭი ბასი გაბას.

წეროს და წიგნი იკითხოს,
კითხოს ბევრზე ბევრიო,
მერწმუნეთ მალე გახდება,
მეწინავეთა წევრიო.

ბავშვებმა არც კი იციან,
ცოდინრობა სენია,
მას, მხოლოდ წიგნი განკურნავს,
ადვილად მოსარჩენია.

ფუთა გახსნა და ყველანი,
დასაჩუქრა წიგნებით:
-და როცა კვლავაც გეწვევით,
წარჩინებულნი იქნებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაია და ჭიამაიაბევრი ეძება, იპოვა, იმ ცუგრუმელა მაიამ, ხელზე დაისვა, ეფერა, წითელი ჭიამაია. დედიკოს ჰკითხა, აჩვენა, წინ ...მზემ ამასწრო ადგომამზემ ამასწრო ადგომა, მიმღერს ჭიამაია, რა ლამაზი დილაა, გაიღვიძე ბაია! თვალი ძლივს გავახილე, ზმორებით და წ...ქართული სტუმართ-მასპინძლობაბავშვებო გსურთ მოსმენა, ჩემი ნაამბობისა, ჭიანჭველას და რწყილის უანგარო ძმობისა? გახსოვთ ჭიანჭველა, რომ ორ...ირემიპირველკლასელის ოთახში, ჰკიდია ირმის სურათი, და მორიდებით ჰკითხულობს, პატარა ბიჭი ზურაბი. მითხარით ვეღარ გ...ნინი და საზამთროუჰ, რა გემრიელია დალოცვილი საზამთრო! მისმა სიტკბომ, სურნელმა ნინი სულ მთლად დაათრო. დაიჭირა ორ ხელში, თავ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „უცოდინრობის წამალი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026