kids.ge logo

სიკეთის საზღაური

ფავორიტებში დამატება

   ერთ სოფელში მოხუცი კაცი ცხოვრობდა, სახელად ლაზარე ერქვა. მოხუცს არავინ  ჰყავდა ქვეყანაზე ერთი ვირის, კატისა და ძაღლის მეტი. ლაზარე ყოველ დილით ტყეში მიდიოდა და შეშას ჭრიდა, მერე სახლში მოჰქონდა. ერთგული ვირი დოფინა თავის კანტურით, ნელ-ნელა მიდიოდა გაუკვალავ თოვლში   ახუხულავებულ საზიდარს მიათრევდა, ტყიდან მოსულებს ბათურა  კუდის ქიცინითა და ხტუნვით შემოეგებობოდა ხოლმე,    მერე კი ლაზარე შეშას ეზოში ლამაზად დააწყობდა,  ბუხარში ცეცლხს გააჩაღებდა,  ლობიოს შეჭამანდს ბუხარში შემოდგამდა და სუფრასთნ  მჯდომი წითელი  ღვინით ღმერთს მადლობას ეუბნებოდა  იმ დღევანდლი სარჩოსათვის.

   ძალიან ჭკვანი ძაღლი იყო ბათურა, ლაზარეს  ფეხებში გაუწვებოდა ხოლმე და უსმენდა: ხან რას იხსენებდა ბერიკაცი ხან რას, აი შარშანდელ ამბავსაც კი გადასწვდნენ, თეთრუნა კურდღელი გაიხსენეს,  ბოსტანში, რომ გაება კომბოსტოს ქურდობისას,

  ეს ამბავი კი აი, ასე დაიწყო:

  გაზაფხული,  რომ დადგა და ლაზარეს ეზო მწვანე სამოსელში გაეხვია,  კოინდარი მორცხვად ამოიწვერა   ნეკისტოლაზე, მერე კი თვალციმციმა იებმა ამოიჭყიტეს და  ერთიანად შემოსძახა ბუნებამ გაზაფხულის საგალობელი, ატმიდან, ტყემლიდან, ალუბლებიდან, ვაშლის ხეებიდან, გაღმა ბექობიდან, კლდის ნაპრალებიდან ყვავილების ჩქერი დაეშვა.

  განსაკუთრებით, ბოსტანი  გადაზვავდა. მტერის თვალდასათხრელად, მაგრამ არ ჰყავდა ლაზარეს მტერი და მარტო მას უხაროდა თავისი ნაჯაფარის ყურება,  ლაზარეს  მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდებოდა ამ დოვლათის შესაქმნელად: გამარგვლა, გათოხვნა, გაფხვიერება, დიდი ჯაფასა და ძალას მოითხოდა ბერიკაცისგან, ლაზარეც სულ მუდამ შრომობდა და ღმერთის უფასებდა ამაგს,  ბოსტანში: კომბოსტო,  სტაფილო, ჭარხალი, ლობიო და  პამიდვირს ჩითილები ხარობდნენ. აქა-იქ კი კვლებში, ქორფა მწვანილიც,

  ხო,  და იმას მოგახსენებდით, ერთი დღე იყო და ლაზარე ნელ-ნელა დაუყვა თავის სამფლობელოს, დინჯად, თავაუღებლად თვალზე ღიმილმოდგარი  და რას ხედავს? ახლად ამოსულ,  მოკვირისტავებულ კომბოსტოს  ერთი ქურდბაცაცა, თოვლის გუნდასავით თეთრი  კურდღელი მიდგომია და გემრიელად ახრამუნებს.

 _ ატატაო, ვაი, რას ხედავს ჩემი თვალებიო?!_ ხელები შემოირტყა ლაზარემ,

  ყვირილზე  ბათურა გამოიქცა ყეფა-ყეფით და  გულგამსკდარ, დაფეთებულ  ნაცარას კვალში ჩაუდგა, ის კი , აღარ იცოდა საით გაქცეულიყო. ხან აქეთ ეცა, ხან იქეთ  და უცებ, ჩვენი ქურდი ლობიოს ბარდებში გაეხვია. ბათურა  არ ეშვებოდა და გაავებული დაჰყეფდა თავზე, კურდღელს თავი გრძელ, შავზოლიან  ყურებში ჩაემალა და შეშინებული ნეკერჩხლის ფოთოლივით ცახცახებდა.

_აი, შენ უნდა თქვა, ქურდი ვარო? ასე თუ გეშინოდა რაღას მოძვრებოდი თუ მოძვრებოდი! _ ჩაილაპარაკა ლაზარემ, მერე დაიხარა  და ბარდებში გახლართული აფართხალებული კურდღელი ფრთხილად გამოხსნა. თეთრუამ  თავისუფლება იგრძნო თუ არა,  სკუპ და უმალვე გაუსხლტა  ხელიდან მოხუცს და ისე ელვისებურად გადაირბინა ბოსტანი თვალი ვერ მოჰკრეს ლაზარემ და ბათურამ,_ეჰ, ალალი იყოს ეს ერთი კომბოსტოო! –ჩაილაპარაკა ლაზარემ.

 ის საღამო მშვიდობიანად დაღამდა, მეორე და მესამეც მაგრამ მეოთხე დღეს შებინდბულზე ლაზარეს ჯერ ჭრიჭინობელების ხმა შემოესმა, მერე კი უცნაური შრიალი. მოხუცს  სითეთრემ მოჭრა თვალი. თითქოს ბოსტანი ნაადრევად მოსულ მსხვილ ფანტელებს დაეფარათო. დააკვირდა , დააკვირდა ლაზარე და ამ  თოვლის გუნდებში ერთი კი არაა, რამდენიმე კურდღლის ბაჭია ამოიცნო,

_ ახლა კი, ვერ წამიხვალთ ხელიდანო! აბა ბათურა,  უნდა ვივაჟკაცოთ, თორემ ისევ დაგვისხლტებიან  ეს ყურუმსაღებიო!

  აქეთ ეცა ბათურა, იქეთ ეცა, ყეფით აიკლო იქაურობა. კურდღლები დაფეთებულები დარბოდნენ ბოსტნის თავიდან ბოლოსაკენ. როგორ უცემდა გული დედა კურღელს, გასაკუთრებით, კი იმ ფეხმოტეხილი პატარასი ეშინოდა დედა კურდღელს._,,ვაი თუ ვერ დააღწიოსო თავი!”_ ფიქრობდა გულში. ორომტრიალში ჯერ  ბაჭიები გაძვრენ იქვე მორღვეულ ღობის ძირში, მერე კი დედა კურღელი  მიჰყვა  კვალს და ის ის იყო,  ფეხუნა ნაცარა ბაჭიაც უნდა გამძვრალი,Yრომ ბათურას ბასრი კბილი წაეტანა გრძელ ყურებში და საწყალი, გულწასული დაეცა ბალახებში.

   ლაზარე თავს დაადგა ბაჭიას, ხელში აიტაცა და   რას ხედავს? ბაჭიას ცალი ფეხი გახმარი ლეღვის ჩირივით ჩამოკიდებოდა,

_ უი, შე საბრალო, ალბათ ფეხი გაქვს მოტეხილი! _ერთი ჩაილაპარაკა ლაზარემ.

_  ამას კი როგორმე უნდა ვუშველოთ! _ თქვა და სახლისაკენ გაემართა.

 ლაზარემ სახლში მალამო მოძებნა, მერე თხილის ტოტებისგან არტახები შეკრა და პატარა ბაჭიას მოტეხილ ფეხზე დაადო, და  ფრთხილად გადაუხვია,

  ორი კვირდა დასჭირდა ლაზარეს ავადმკოფის  გამოსაჯანმრთელებლად, ამ ხნის განმავლობაში, დედა კურდღელი თავისი სამი ბაჭიათი ყოველდღე მოდიოდა ყანის ბოლოში და დაკარგულ ნაცარას ელოდა, შეშინებულები ბოსტანში არ შემოდიოდნენ.

  ნაცარაა კი, სახლს და ეზოს გაუშინაურა, ბათურასაც დაუმეგობრდა, ბათურა აღარ უყეფდა ბაჭიას. ლაზარეს მისთვის ქორფა ბალახი და კომბოსტოს ფოთლები მოჰქონდა, მალე ბაჭია საბოლოოს გამოჯანმრთელდა, ერთ საღამოს ლაზარემ, ის ეზოში გამოიყვანა და მწვანეზე გაუშვა,

_ახლა კი უნდა დაუბრუნდე შენს ოჯახსო, თორემ დედა კურდღელი ძალიან შეშინებული იქნებაო,

   ბაჭიამ იგრძნო თავისუფლება და სკუპ-სკუპით მთელი ეზო შემოირბინა. სირბილით, რომ გული იჯერა, ლაზარესთან მივიდა, აცქვეტილი ყურები ჰაერში აათამაშა, თითქოს ემშვიდობებაო, მერე ყურები ზურგზე ვარდისფერი ნიჟარებივით  გადაიწკო და უკან მოუხედავად მოკურცხლა მშობლიური სანახებისკენ,

  იმ დღის მერე ლაზარეს ბოსტანში კურდღლები აღარ შემოპარულან.  სიკეთის საზღაული ამით გადაუხადეს.

 ამასობაში, ბუხარში ცეცხლი მიინავლა. ლალისფერი ნაკვერჩხლები ბრწეულის  მარცვლებივით მიმოიფანტნენ  ბუხრის ძირში, ხმელ წიფლის გულას ტკაცა-ტკუცი გაუდიოდა ბებრის ძვლებივით.  ორივენი ძაღლისა და პარტონიც თვლემა მორეულნი ძილის საუფლოში გაფრინდნენ, ბათურას თათებში დრუნჩ ჩაყოფილს ეძინა, ლაზარეს კი იქვე, სამფეხა სკამზე ამოეშვა ხვრინვა. სიზმარში ალბათ ორივენი ძველ მეგობრებს ხედავდნენ. გარეთ კი თოვლის ფანტელები თეთრი კურდღლებივით შესეოდნენ ლაზარეს ეზოს.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

მხარი დაუჭირეთ გუნდურ მუშაობას

როგორც კი თქვენი ბავშვი დაიწყებს სკოლაში სიარულს, ის დღის განმავლობაში დაახლოებით 4-5 საათს გაატარებს თანატოლებთან და მასწავლებლებთან ერთად და მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჯგუფურ აქტივობებში. მან უნდა ისწავლოს გუნდურად მუშობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ესაუბრებოს სხვა ბავშვებს და ჩაერთოს კომუნიკაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ის სახლში შეიძლება იყოს ყურადღების ცენტრში და მისი ყველა მოთხოვნა უმალ სრულდებოდეს, მან უნდა გაიაზროს, რომ იგივე სიტუაცია არ დახვდება სკოლაში. ბავშვის თანატოლებთან შეთავსების უზრუნველსაყოფად, საჭიროა მას ასწავლოთ გუნდური მუშაობა, რომლისთვისაც აუცილებელი უნარები შეგიძლიათ სახლში თამაშით განუვითაროთ

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024