დიდი ხნის წინ ქვეყნად მრავალი უცნაური სამეფო არსებობდა: ნაყინეთი, ზეფირეთი, ჟელეთი, შოკოლადეთი, კარამელეთი, სუფლეთი, მარმელადეთი, სანამცხვრეთი, სატორტეთი. . .
ტკბილ სამეფოებს სულაც არ ჰქონდათ ტკბილი და დალხენილი ცხოვრება, ყველა მხრიდან მტერი უტევდათ. აი, თუნდაც მზე. ერთს ისე დააცხუნებდა ტკბილ სამეფოში, მაშინვე განგაში ატყდებოდა — ვინც გადნობას და გაფუჭებას გადაურჩა,ყველანი უკლებლივ მაცივრებში გაიხიზნენო. საბრალოებს არც ქარი და წვიმა ინდობდათ, არც თოვლი და ყინვა. ამ ყველაფერს ერთმანეთში გაუთავებელი ქიშპობაც ემატებოდა. დღე ისე არ გავიდოდა გემოვნებაზე დავა ჯერ კინკლაობაში, მერე კი არეულობასა და დავიდარაბაში არ გადაზრდილიყო. ნაყინები ხან შოკოლადებს ექიშპებოდნენ, ხანაც — გოზინაყებს, ჟელეები დასანახავად ვერ იტანდნენ მარმელადებს, ზეფირები კი სუფლეებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იწვევდნენ.
აი,დღეს მაგალითად სანამცხვრეთი და სატორტეთი წაეკიდნენ ერთმანეთს.
ნეტავ ტორტი რით მჯობია?! —
გაიბღინძა ნამცხვარი,
რაღაც კრემით მოთხუპნულა
და ჭკუაზე არ არის.
პასუხი მყისიერად გაისმა. აბა, ხმელ ნამცხვარს ფაფ უკი ტორტი სიტყვაში ხომ არ ჩამორჩებოდა?
— ეს ნამცხვარი რას კადრულობს,
ახლა ტორტი გაგიჟდა, —
ნამცეც-ნამცეც თუ არ დაგფშვნა,
სატორტეთი გამიწყრა!
ამ სიტყვების მერე უკან დამხევი ვინ იყო?! გაბრაზებული ნამცხვრები მაშინვე სატორტეთისკენ დაიძრნენ, ისეთი ამბავი ატყდა, შოკოლადი თხილს არ აიყვანდა ხელში. დიდხანს გასტანა ხელჩართულმა ბრძოლამ.
— ექიმი! დროზე ექიმი! აქ დაჭრილია! — ბოლო ხმაზე ყვიროდნენ დამტვრეული ხრაშუნა ნამცხვრები, თანაც. მოუთმენლად ელოდნენ ექიმს, რომელიც კოვზის მარტივი მოძრაობით ოსტატურად წაუსვამდა ნატეხებზე ჯემს. სულ ცოტა ხანში მყარად შეწებებული ნამცხვრები ისევ ტორტებთან საბრძოლველად გარბოდნენ.
არც სატორტეთში გახლდათ დალხენილად საქმე, ტორტი ტორტს აღარ ჰგავდა, აღარც მინანქარი შერჩენოდათ თავზე და აღარც კრემი.
ვინ იცის, რა მოხდებოდა, საქმეში ბრძენი ჰალვა რომ არ ჩარეულიყო — ნუგბარ-ქიშპობას და ერთმანეთის დაფშვნა-მტვრევას გირჩევნიათ გემოვნებაზე არ იდავოთ, საჩხუბარიც აღარ გექნებათო.
— უი, ასეც შეიძლება? — შვებით ამოისუნთქეს დაქანცულმა ნამცხვრებმა და ტორტებმა.
რადგან გემოვნების გარდა საჩხუბარი არაფერი ჰქონდათ, შერიგების ნიშნად ერთმანეთს დაუფიქრებლად გაუწოდეს თაფლითა და შაქრით დამტკბარი ხელები.
დასასრული
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ნება მიეცით თქვენს შვილს თავი გაართვას მარტივ პრობლემებს
არ დაეხმაროთ ბავშვს თუ დაინახავთ, რომ იგი ცდილობს ააწყოს სათამაშო ან გადმოიღოს წიგნი იმ თაროდან, რომელსაც პატარა ძალდატანებითაც შეუძლია მიწვდეს. „თუკი ბავშვი უსაფრთხო გარემოში ცდილობს დამოუკიდებლად მოქმედებას, ეცადეთ, არ ჩაერიოთ. ზუსტად ასეთი მომენტები აყალიბებს მას“ - ამბობს ზებუკერი. „ბუნებრივია, სრულყოფილება გსურთ, მაგრამ, ამგვარად ბავშვებს წარმატების მიღწევის შანსს ვუკარგავთ.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო