ხევსურეთში მზიანი ამინდები იდგა და ჭალაში უკვე გამოჩნდნენ ქობულოელი ქალები, რომლებიც ნახირს მდინარისპირზე აძოვებდნენ. ზანტი ზმორებით საბალახოდ მიმავალ პირუტყვს ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ ნაზამთრალი ხბოები, რომელთაც ბნელ და ნესტიან გომურში გატარებული ზამთრის მერე მზის სხივები და მწვანე მდელო ეხამუშებოდათ და აცა-ბაცა მიკუნტრუშობდნენ.
ბავშვებმა ,,მურიან აშექალასაც ‘’მოჰკრეს თვალი...
არ ესიამოვნათ ჭალაში მისი გამოჩენა, მაგრამ რას იზამდნენ.
ზაფხული მოდიოდა და აქაურებს უკეთესი საძოვარი არსად ჰქონდათ.
მთავარია, ბავშვები ფრთხილად ყოფილიყვნენ.
რაც გიორგი შატილიდან დაბრუნდა ,ლელიამ და მისმა მეგობრებმა ჩიკოს ადგილსამყოფელი კიდევ უფრო გაასაიდუმლოვეს და
,,ბშა“ -ზე საუბრისას პაროლების გამოყენება დაიწყეს.
ერთ დღეს სკოლაში დიდი მღელვარება ატყდა.
დიდ დასვენებაზე ბავშვები დერეფანში შეჯგუფდნენ და ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებოდნენ.
კლასში შესულ ლელიას უკანა მერხზე მჯდომმა ლენგინამ დაჭმუჭნული ფურცელი გადმოუგდო.
მათემატიკის მასწავლებელი დაფაზე მაგალითებს წერდა და ბავშვებს საკონტროლო წერისთვის ამზადებდა.
ლელიამ მერხის ქვეშ ქაღალდი გაშალა და წაიკითხა:
,,განგაშის ზარი...
ბშა...
5 საათი...“
ეს იმას ნიშნავდა, რომ ბავშვები ხუთ საათზე ,,ბშა“-ში უნდა შეკრებილიყვნენ.
შესვენებაზე ლელიამ ბავშვებისგან მხოლოდ ის გაიგო, რომ ეს წერილი სკოლაში ,,ჯეკი ჩანს“ მოეტანა...იმ დღეს ბშა-ში ის იყო მორიგე და ჩიკოც მას უნდა მოენახულებინა.
ლელიამ ვეღარ მოითმინა, ფიზკულტურის მასწავლებელს გაკვეთილიდან დაეთხოვა, ტანსცმელი გამოიცვალა და ჭალისკენ წავიდა.
ხიდზე სულმოუთქმელად გადაირბინა.
ჰაერი ტყის სურნელებით იყო გაჟღენთილი, მდინარისპირიდან კი სასიამოვნო გრილი ნიავი უბერავდა.
ლელია რამდენიმე წუთში მურყნიანის ბოლოში იყო.
იქაურობა გულდასმით დაათვალიერა , მაგრამ საეჭვო არაფერი შეუნიშნავს. დაფერდებულ ნაპირს ჩქარი ნაბიჯით გაუყვა და ნასოფლარისკენ გადაუხვია.
ორი ნაბიჯიც არ ჰქონდა გავლილი,რომ ნაძვის კორომებთან ჩიკოს მოჰკრა თვალი. ძაღლი წკმუტუნით გამოიქცა და ფეხებთან დაუწვა. მძიმედ და ქაქანით სუნთქავდა.
ესიამოვნა ყურებზე პატრონის ხელის ალერსიანი შეხება:
- ჩიკო, აქ საიდან გაჩნდი?!
ლელიამ ძაღლის საყელური და ჯაჭვი მოქაჩა და რკინის პალო რომ ზედვე დაინახა ,უფრო გაუკვირდა.
პალო მიწიდან იყო ამოთხრილი.
ჩიკო ავადობის გამო ისე იყო მისავათებული, შეუძლებელი იყო თვითონ ამოეძრო. ბავშვები როცა მოდიოდნენ, ყოველთვის ერთ ადგილზე იწვა.
ლელია მგელიკა პაპას ნასახლართან მივიდა და დაინახა, რომ ,,ბშაში“ შესასვლელი წნელის კარი თოკით საგულდაგულოდ იყო დაკეტილი , ზუსტად ისე, როგორც ბავშვები ტოვებდნენ . კარის ძირში მოზრდილი ქვაც თავის ადგილზე იდო.
მაშ, რა უნდა მოხდარიყო?
ის იყო ლელიამ კარის გასაღებად ძელზე დახვეული თოკის მოხსნა დაიწყო, რომ ბშა-დან უცნაური ხმები გაიგონა.
შიგნით ვიღაც იყო!
გოგონას შეეშინდა და უკან გაქცევა დააპირა.
ინანა : მარტო რატომ წამოვედიო.
მაგრამ ჩიკომ ყეფა ატეხა და მისმა ხმამ მხნეობა დაუბრუნა.
ძელიდან თოკი გადმოაძრო და ,,ბშას“- კარი გააღო...
რაც მაშინ ლელიამ იქ ნახა, დიდობაშიც სულ ახსოვდა.
ისევე ცხადად, როგორც ახლა ხედავდა.
და რამდენჯერაც ამ წუთს გაიხსენებდა ყოველთვის უკვირდა: როგორ შეიძლებოდა ადამიანი ასეთი ბოროტი ყოფილიყო.
,,ბშა“ ხბოებით იყო სავსე.
ყველაფერი: სათამაშო ჭურჭელი, ყვავილების ქოთნები, აიპედი , ჭადრაკი- დამტვრეული ძირს ეყარა და საქონლის ფუნასა და მწურეში იყო აზელილი.
ხბოები ,ზოგი ფეხზე იდგა და ტანში მწერების ძრომიალით გაბეზრებული , კუდს იქეთ-აქით იქნევდა , ზოგიც შუა ქაზდარში ჩაწოლილიყო და ზანტად იცოხნებოდა.
ლელიას გული ყელში მოებჯინა.
რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, ხის ჯირკვზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო.
ცოტა რომ დამშვიდდა იმაზე ფიქრი დაიწყო, შეიძლებოდა თუ არა, რომ ხბოები ,,ბშაში“ შემთხვევით შესულიყვნენ .
არ უნდოდა ვინმეზე ცუდი ეფიქრა.
,,ბშა“ -ს მაღალი კედლები და ერთადერთი შესასვლელი ჰქონდა. თუ ხბოები იქ შემთხვევით შევიდოდნენ, კარი გარედან დაკეტილი ვეღარ იქნებოდა!
ჩანდა, რომ ამ ყველაფერში ბოროტი ადამიანის ხელი ერია.
ვიღაცამ ხბოები ბშაში განზრახ შეყარა და მერე კარი დაუკეტა, რომ ყველაფერი გაეფუჭებინათ.
ლელია ჩიკოს შეხებამ გამოაფხიზლა.
ძაღლი საბრალო ხმაზე წკმუოდა და პატრონს ხელებს ულოკავდა.
გოგონა წამოდგა, ბშაში შევიდა და ხბოები გარეთ გამორეკა.
მერე მაგდას მოტანილი არყის ცოცხი მოძებნა და დაგვა დაიწყო.
ბშაში ისეთი სუნი დატრიალდა, პირზეხელაფარებული გოგონა სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად რამდენჯერმე გარეთ გამოვარდა.
როგორც იქნა, მოახერხა ,,ბშას“ გასუფთავება.
მერე ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და საათს დახედა.
ხუთი სრულდებოდა.
მალე სხვა ბავშვებიც მოვიდოდნენ.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
შეზღუდეთ დამუშავებული საკვების მოხმარება, რომელიც ხშირად შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, მარილს და არაჯანსაღ ცხიმებს.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო