მეორე დილას მისაღებ ოთახში ბავშვებს გიორგის წერილი დახვდათ. მამა ატყობინებდა, რომ რამდენიმე დღით ისევ შატილში მოუწია წასვლა.
ბავშვებს თან გაუხარდათ ეს ამბავი, რადგან იცოდნენ, რომ მღელვარე დღე ექნებოდათ და თავისუფლება ერჩივნათ, თან კი ეწყინათ, იმიტომ ,რომ ჩიკოს თბილისში წაყვანა გაუჭირდებოდათ.
როგორც კი ადგნენ, მაშინვე ჭალაში წასვლის თადარიგი დაიჭირეს.
- რაღა აზრი აქვს ბშას ნახვას, თქვენ მაშინ უნდა გენახათ, როცა ლამაზი იყო! ახლა ჩიკოს გარდა იქ სანახავი აღარაფერია!- ნაღვლიანად უთხრა ლელიამ ძმებს.
ბავშვებმა ინტერნეტიდან ,,ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ მისამართი ამოწერეს და საბოლოოდ ასე შეთანხმდნენ.
საბა ავტობუსის მძღოლთან წავიდოდა და ჩიკოს თბილისში წაყვანას სთხოვდა, ხოლო გიგია წყაროსთან გავიდოდა და ბავშვებს დაუძახებდა.
დიდი ხანი არ გასულა, რომ ლელიას ოთახი ქობულოელი ბავშვებით გაივსო.
მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!
ხან ერთი მიუჯდებოდა კომპიუტერს და ვინ იცის, მერამდენედ კითხულობდა თბილისიდან გამოგზავნილ წერილს, ხან -მეორე, ხან-მესამე...
ამასობაში, ავტობუსის მძღოლთან წასული საბაც დაბრუნდა და სასიხარულო ამბავი მოიტანა. მძღოლს უთქვამს: ჩიკო გაამზადეთ, ერთ საათში ჭალაში ჩამოვალ და თბილისში წავიყვანო.
მეტის აღწერას აღარ გავაგრძელებ, ჩემო პატარებო, რადგან ამ დროს იქ რა ამბავიც იქნებოდა, თქვენც კარგად მოგეხსენებათ!
ჩიკოს წაყვანიდან მესამე დღეს ქობულოელმა ბავშვებმა კიდევ ერთი წერილი მიიღეს:
მოგესალმებით, ძვირფასო ბავშვებო!
მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ჩიკოს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა!
ყოჩაღ, რომ შეძელით მისი გადარჩენა!
ჩიკოს უკვე სეფსისი ჰქონდა და ჩვენთან რომ არ მოგეყვანათ, აუცილებლად მოკვდებოდა!
უკვე კარგად არის , უტარდება მედიკამენტებით მკურნალობა!
ერთ კვირაში შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და მოინახულოთ, ვფიქრობთ, რომ თქვენი ნახვა ჩიკოს გამოჯანმრთელებისთვის სასარგებლო იქნება!
შეხვედრისას მოვილაპარაკოთ ჩიკოს სოფელში წაყვანის საკითხზე!
პატივისცემით
ნანუკა ძირტკბილაშვილი
საქართველოს ,, ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ თავმჯდომარე
ამ ამბავმა ბავშვები ძალიან გაახარა.
დღეებს ითვლიდნენ, როდის გავიდოდა ერთი კვირა.
წირვაზე მამა გაბრიელსაც უამბეს თავიანთი თავგადასავალი.
მამა გაბრიელმა ბავშვებს სთხოვა, აშექალასაც უნდა აპატიოთ, რაც მოხდა და დაივიწყოთ, ვითომ არც ყოფილაო!
-მაგას რა დამავიწყებს, მამაო!- ხელები გაასავსავა თაიამ.
გაღიმებულმა მოძღვარმა ბავშვი გულში ჩაიკრა.
- გაბრაზებულები თუ აღარ იქნებით , ეს უკვე პატიება იქნება!- უთხრა მამა გაბრიელმა.
-აშექალას ჩემი მშვილდ-ისრის გემოს მაინც გავაგებინებ!- ამოიბურდღუნა ,,ჯეკი ჩანიმ“, მაგრამ უკვე ეტყობოდა რომ ხუმრობდა.
ბავშვებსაც გაეცინათ და მამა გაბრიელსაც.
როდესაც გიორგი შატილიდან დაბრუნდა ,ლელიამ , საბამ და გიგიამ ყველაფერი უამბეს და ინტერნეტით მიღებული წერილები აჩვენეს.
გიორგი ისედაც ნანობდა თავის საქციელს და ეს ამბები რომ გაიგო, ძალიან შეწუხდა.
ბავშვებს თვალს ვერ უსწორებდა!
მაგრამ როგორც უკვე გაიცანით, ღირსეული ადამიანი იყო და შვილებს ბოდიში ღირსეულად მოუხადა.
თანაც შეპირდა, რომ ასე აღარასოდეს მოიქცეოდა!
-ჩიკოს სანახავად როდის წავიდეთ, მამიკო?!- ჰკითხა ლელიამ.
- როცა თქვენ იტყვით! მანქანაში რამდენიც მოთავსდებით, ყველას წაგიყვანთ!
ლელიამ სიხარულით ტაში შემოჰკრა.
დაეხმარე სახელის შერჩევაში
აუხსენით ბავშვს, რა არის ონლაინ ბულინგი და როგორ უნდა მოიქცეს, თუ ის გახდება ბულინგის მსხვერპლი ან მოწმე.
გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო