kids.ge logo

კესანე

ფავორიტებში დამატება

გაზაფხულის პირზე, გავახილე თვალი თუ არა, ნამით პირი დავიბანე, ცისფერი კაბა შევისწორე და მიმოვიხედე. ახლოს ვერავინ დავინახე. ადამიანები გარბი გამორბოდნენ, მე კი ზედაც არავინ მიყურებდა.

- სად, სად გარბიხართ?! - წამოვიძახე გულდაწყვეტილმა, - მიწის გორახები შემოვიცალე, მივისწრაფოდი სულ მაღლა და მაღლა, ზევით მელოდებიან-მეთქი, ვფიქრობდი. როგორც იქნა, ამოვიწვერე. გული ამიძგერდა: - ბუჰ! - იფეთქა ჩემმა პაწია კვირტმა და ყვავილად იქცა. ახლა კი ნუთუ ისე უნდა დავჭკნე, რომ ვერავინ შემამჩნიოს? შეჩერდით, ადამიანებო, ნუ გარბიხართ. შემომხედეთ. განა ჩემი ცისფერი, სიფრიფანა კაბა და ზედ განაბული ნამის ციმციმა წვეთი ვერ დაინახეთ? ბავშვები მაინც გამოუშვით აქეთ. ისინი მომეფერებიან.

ზოგი ყვავილი ახლოს არ მოგიკარებს, ეკლებს აბუძგავს, ზოგი შხამიანია, ზოგიც მყრალი და კიდევ რა ვიცი რა.

მე კი...

მომწყვეტენ?

სანამ მოვკვდები, ბარემ, ჩემი მშვენიერებით სხვა გავახარო!

ნუ, ნუ მიიჩქარით, ადამიანეო! ცოტა ხნით შეჩერდით! ხომ ხედავთ, ამოვედი...

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–12
ოპტიმალური ასაკი: 8–11

სხვა მოთხრობები

ამბავი მინდვრის ყვავილისა

სწორედ მაშინ, ღამემ ლალისფერი ფაჩუჩები რომ ჩაიცვა, ნიავს ყვავილების ჩურჩული შემოესმა:- აბდა, უბდა, გადასკუპდა.- ალხო, მალხო, არვინ გნახოს.- ენკი, ბენი, ბა...- მ...

კესანე

გაზაფხულის პირზე, გავახილე თვალი თუ არა, ნამით პირი დავიბანე, ცისფერი კაბა შევისწორე და მიმოვიხედე. ახლოს ვერავინ დავინახე. ადამიანები გარბი გამორბოდნენ, მე კი ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: მალაზონია:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ მუსიკალური ინსტრუმენტის დაკვრა

მუსიკალური ინსტრუმენტის დაკვრა ავითარებს კრეატიულობას და პრობლემის გადაჭრის უნარებს.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026