kids.ge logo

ამბავი მინდვრის ყვავილისა

ფავორიტებში დამატება

სწორედ მაშინ, ღამემ ლალისფერი ფაჩუჩები რომ ჩაიცვა, ნიავს ყვავილების ჩურჩული შემოესმა:
- აბდა, უბდა, გადასკუპდა.
- ალხო, მალხო, არვინ გნახოს.
- ენკი, ბენი, ბა...
- მერე თუ ვერ შეასწრებ, გა...ვი...და...
- შენი ფესვი, ფესმანდური.
- ენკი, ბენი, ბა...
უსმინა ნიავმა, უსმინა და მათი მუსაიფიდან აზრი ვერ გამოიტანა. გაოცებულმა მხრები აიჩეჩჩა, ნეტავი გამაგებინა, რას ჩურჩულებენო. გაბეცებული ასკილის ტოტზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარეობით ავსებული რაღაცის მოლოდინში გაილურსა. უცებ ფრთხილი შრიალი ჩაესმა. თვალი ჭყიტა და შეამჩნია. მინდვრის ყვავილებიდან პაწაწა ფერიები მალულად, ნაჩუმათევა ამოდიოდნენ და ფაციფუცით, თვალსა და ხელს შუა სადღაც ქრებოდნენ.
- ი, სად მიიპარიან? - გაოგნდა ნიავი, რადგან იცოდა, ფერიები თავიანთ სამოსახლოს არასოდეს სცილდებოდნენ, ერთი მტკაველითაც კი არ შორდებოდნენ. ნიავმა ისიც იცოდა, რომ მუდამ მეოცნებე ყვავილებს ერთთავად ფერადი სიზმრები ესიზმრებოდათ, ფერადი ფიქრები ჰქონდათ და მხოლოდ იმის დანახვა და მოსმენა სურდათ, რაც ლამაზი და კარგი ოყო ამქვეყნად. რაღა თქმა უნდა, საქმეც და საიდუმლოც სხვებისაგან განსხვავებული ექნებოდათ. რაღაცნაირად ფერადი, თიბათვის მზეში გახვეული ფოთლების იდუმალ გარინდებასავით ამოუცნობი.
ნიავს ისეთი რამ, რაც ახლა იხილა, არასოდეს ენახა. ყვავილი და მისი ფერია ხომ უერთმანეთოდ არ არსებობდნენ.
- მაინც სად გაიკრიფნენ, ჰა? - ჩაილაპარაკადა ველზე ბორიალი დაიწყო. უცებ შორიდან, ყრუ გოდება შემოესმა. მინდორთდედოფლის ხმა იცნო. სიმღერასავით გაბმით, წყნარად მოთქვამდა.
“ნეტა, რა მოხდა?” - შეწუხდა ნიავი. მერე გაიგო...
თურმე წელიწადში ერთხელ ყვავილები, არავინ იცის როდის, მინდორთდედოფლის - ადგილის დედის სასახლეში უჩუმრად იკრიბებიან და მეჯლისს მართავენ, იქ დაგვიანების უფლება არავისა აქვს. მაჩიტები და შროშანებიზანზალაკებს ააწკრიალებენ, ამ ხმაზე ყვავილებიდან ფერიები ამოდიან და ერთმანეთს ჩურჩულით აფრთხილებენ:
- ჩქარა!
- ფხიზლად!
- არამც და არამც არ დაიგვიანო, თორემ!...
ველზე ფეხს ჩამოდგამენ თუ არა, იმწამსვე უჩინარდებიან.
მაგრამ იმ ლალისფერ ღამეს მოხდეს ის, რაც ყვავილთ სამეფოში არასოდეს მომხდარა. ერთმა ნებიერა, ვარდისფერმა ფერიამ ზანზალაკების წკრიალზე ყრიც არ შეიბერტყა, არად ჩააგდო თავისი წინაპრების ძველთაძველი ადათი, დაავიწყა მინდორთდედოფლის მოყოლილი ამბებიც ... თუ როგორ დარაჯობდნენ ზღაპრის გმირები კერიაზე დანთებულ ცეცხლს, რომ არ ჩქარობდით. წამით თვალის მოხუჭვა, უდარდელად ყოფნა, გაუფრთხილებლობა და, ცეცხლი ჩანავლდებოდა, ჩაქარებოდა, ეს კი მერე ბევრ ხიფათს გადაყრიდათ, ნაკვერჩხლის მოსატანად დევებთან წასვლა დასჭირდებოდათ....
ამ ერთმა ფერიან არ ირწმუნა ჯადოსნური სიტყვები. ველზე ასკინკილას თამაშს მოჰყვა. თამაშითგული რომ იჯერა, მერე დააპირა სასახლეში წასვლა, მაგრამ ბორიალში ვეღარც ადგილის დედის სახლისაკენ მიმავალ გაზას მიაგნო და ვეღარც თავისი ბინა იპოვა.
მინდორთდედოფალმა თვალი მოავლო თუ არა ყვავილითა კრებულს, შეკრთა. იმწამსვე მიხვდა, ერთი ფერია რომ აკლდა. მიხვდა და ატირდა. შეეცადა მათთვის სამუდამოდ დაკარგული, გზააბნეული და უსახლკაროდ დარჩენილი.
დანაღვლიანდნენ მეჯლისზე მისული ყვავილებიც და სევდიანად აჩურჩულდნენ:
- ენკი...ბენკი...ბა...
- გა...ვი...და....
ამ დროს კი, გზააბნეული და გაფითრებული ფერია ველზე მიმორბოდა, თავის სახლს დაეძებდა. როგორღა იპოვიდა, როცა უიმისოდ ყვავილი დაღონდა, უილაჯოდ ჩაიკეცა და ჩაჭკნა.
ბოლოს, მუხლებდაღლილი ფერია სამყურას ფოთოლზე ჩამოჯა და აზლუქუნდა. სწორედ ამ დროს ბორიალა ნიავმა ჩამოიარა და მიუალერსა:
- რა დაგემართა, ჩემო პაწაწა?
მომხდარით და მასრტოობით დაზაფრულმა ფერიამ ძლივ ამოიღო ხმა:
- მეჯლისზე დავაგვიანე, ახლა კი: ენკი ... ბენკი... ბა, გა...ვი...და...ეს მე ...გავედი ყვავილების საკრებულოდან....
- მოიცა, მოიცა! - რაღაც იაზრა ნიავმა, - რას ნიშნავს აბდა, უბდა, გადასკუპდა?...
- შენ ეგ საიდან იცი?! - გაოცდა ფერია.
- ყვავილების ჩურჩულს მოვკარი ყური, დავინახე კიდეც, სადღაც გარბოდნენ, მაგრამ ვერაფერს მივხვდი.
- რადგან გაიგონე და დაინახე, გეტყვი! - ამოილუღლუღა თავგზააბნეულმა ფერიამ, - ეს გრძელი სიტყევბია: თილისმაც არის და ჯადოსნობაც, გაფრთხილებაც არის და ფიციც. ეს ფიცი ჩვენი წინაპრებიდან მოდის, იმათ კი ადგილის დედამ ასწავლა: რას ნიშნავსო “ენკი ბენკი...- ერთი, ორი”... იწყებენ თვლას, - სახლიდან უჩუმრად გამოდი, არავინ შეგამჩნიოს, თორემ ხიფათს გადაეყრებიო. “აბდა, უბდა”, არსად იარო, ფეხი არსად წაგიცდეს, თორემ გარეთ ყიალსა და ღიღიალში, ვაითუ, გზა აგებნეს, ან ხიფათს გადაეყაროო. მერე შენს ბინას, შენს ფესვს ვეღარ მიაგნებ, ვეღარ დაუბრუნდები. უფესვოდ დარჩენილი კი აუცილებლად გადავარდებიო...
- ეხ! - ამოიოხრა ფერიამ, - აკი მაფრთხილებდნენ, ფიცი ერთგული იყავიო. ახია ჩემზე! ნეტა, ახლა რა მომელის, უთვისტომოდ დარჩენილს? - ერთი ამოისლუკუნა და დაღლილმა სულის მოსაბრუნებლად სამყურას ფოთოლზე მიდო თავი. დაქანცულს უცბად ჩასთვლიმა. ძილშიც ოხრავდა, თავის ყვავილბინას, თავის ფესვს დაეძებდა. ფერმიხდილს ნიავი წყნარად დასჩერებოდა, ვარდისფერ თმაზე ეალერსებოდა და ფიქრობდა:
- “რა ვქნა, რით ვუშველო?”
ჩაშლილი მეჯლისიდან შინ დაბრუნებული ყვავილებიც დარდობდნენ:
- სად არის ახლა ჩვენი დობილი ვარდისფერა?
- რა ეშველება? საცაა გათენდება და სულმთლად დაიღუპება.
- ჰო, გაიღვიძებენ ხვლიკები, გომბეშოები... ნამცეცი ფერია ჭიაყელა ეგონებათ და გადასანსლავენ.
ნიავმა გაიგონა ყვავილების ჩივილი და დაიძახა:
- თქვენი დობილი აქ არის, აქ!
ყვავილებმა მიმოიხედეს, სამყურას ფოთოლზე ჩაძინებულ ვარდისფერას თვალი მოჰკრეს და გაიხარეს. მერე ისევ ავიშვიშდნენ:

- რა უნდა ქნას?....

- რით დავეხმაროთ?!

ხმაურზე ფერიას გაეღვიძა, თვალის გახელისთანავე ყველაფერი გაახსენდა და გულმა შემოჰკვნესა. მერე მეჯლისიდან ადრე დაბრუნებული ყვავილები დაინახა და მიხვდა, რომ მის გამო დღესასწაული ჩაშლილიყო. საქციელი წაუხდა, სირცხვილისაგან ღაწვები შეუფაკლდა და თავი ჩაღუნა. ყვავილები კი ფიქრობდნენ, ღამე ილევა და ვარდისფერას ხიფათი ემუქრებაო. საგონებელში ჩავარდნენ. ბოლოს გადაწყვიტეს და უთხრეს:

- განა პეპლად იქცე?

შეკრთა ფერია...ის ჯადოსნური სიტყვები გაახსენდა... უფესვოდ დარჩენილი რომ გადაგვარდებოდა... გუნება წაუხდა. დგებოდა გადამწყვეტი წუთი, ფერიაობას უნდა გამოთხოვებოდა. ან არადა, დღის სინათლეზე ვირაცის კერძი გამხდარიყო. ჩუმად ამოიოხრა:

- მაინც, როგორ უნდა ვიქცე პეპლად? თქვა ხმის კანკალით და ყვავილებს ნაღვლიანად შეაჩერდა.

მინდვრის ყაყაჩაო სეირხა: მე ვიცი როგორ! - ვარდისფერას ყვავილის მტვერი დააყარა, ტავით ფეხებამდე ამოგანგლა. ვინც ახლოს იყო, კაბიდან ყველამ თითო ფურცელი მოიძრო და ფერიას ფრთებივით მიადო მხარზე. მერე ასევე ყველამ ერთდროულად ადგილის დედას შესთხოვა:

- გევედრებით, უსასოოდ დარცენილი პეპლად მაინც გადააქციე!

- გევედრებით!...

- გევედრებით!...

ადგილის დედამ ისმინა მათი ვედრება და

უცებ ფერია ქარისაგან გატაცებული ფოთოლივით აფარფატდა. ნაჩუქარი ყვავილის ფურცლები ფრთებივით აიქნია, მერე ნარნარად გაშალა და მართლა აფრინდა. შორიდან მფრინავ ყვავილსა ჰგავდა. ცოტახანს იფრინა, ბოლოს ერთ ყვავილზე დაეშვა და გაირინდა.

დილით ფრთების ლივლივით შეხვდა მზეს, რაღაცნაირად ნაღვლიანი და თვალდანამული. აცახცახებულმა ფრენით შემოუარა ველს. ყვავილიდან ყვავილზე გადადიოდა და რაღაცას ეჩურჩულებოდა. განსაკუთრებით ვარდისფერებს ეტანებოდა, ჩამოჯდებოდა ზედ და ეკითხებოდა:

- შენ ხომ არა ხარ ჩემი ფესვი, ჩემი ბინა?

- არა, არა, - უარის ნიშნად თავს გაიქნევდა ყვავილი.

პეპელა ახლა სხვაზე გადაფარფატდებოდა და გულაფართქალებული დააშტერდებოდა: “მგონი, ეს უნდა იყოს!”

ყვავილზე დაეშვებოდა, შეათვალიერებდა... და “შევცდიო!”

- იტყოდა.

ყვავილები თავითან იწვევდნენ, ეპატიჟებოდნენ:

- დღეს ნეტა ვისი სტუმარი იქნებაო? - მარჩიელობდნენ.

- - არა, ჩემი, არა, ჩემო! - ეცილებოდნენ ერთმანეთს.

დავითვალოთ, ვინც ბოლოს დარჩება, მასპინძელიც ის იყოსო, და ითვლიდნენ:

- ენკი, ბენკი, სიკლისა...

- ენკი, ბენკი, ბა...

დაღლილი ვარდისფერი მასპინძელი ყვავილის კალთაში იძIნებდა. ალიოზე იღვიძებდა, ფრთებს აიქნევდა და ისევ თავისი ყვავილის, თავისი სახლის, თავისი ფესვის საძინებლად მიფრინავდა. თან ერთთავად გულში ჯადოსნურ სიტყვებს იმეორებდა:

ალხო, მალხო,

შენი ფესვი, ფესმანდუკი, არ დაკარგო.

შენი ფესვი, არ დაკარგო.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ მას მიყვეს ინსტრუქციებს

ეს აუცილებელია! თქვენ უნდა ასწავლოთ თქვენს პატარას დაიცვას მისთვის მიცემული მითითებები და დირექტივები. სკოლამდელ ასაკში თქვენს შვილს მოუწევს მოუსმინოს მის მასწავლებელს და მიყვეს მის დარიგებებს. ასე რომ, თქვენ უნდა მოამზადოთ იგი წინასწარ, სხვადასხვა თამაშების საშუალებით.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024