kids.ge logo

აკაკის საიუბილეოდ

ფავორიტებში დამატება
მშობელი ქვეყნის მოზარევ,
უნდა გიმღერო მთურადა.
მავ ჭირით ვარ სნელი,
რაც შენ გატყვია წყლულადა.
რა ვუყოთ?! ბედი, შავბედი
თუმცა გვექცევა მგლურადა,
მაინც ვაჟღერებ ჩონგურსა
მტარვალთა შესამუსრადა,
შენს სამახსოვროდ, მოხუცო,
თავს ჩაჩქნად დასახურადა!


თუნდ არ მოგწონდეს, იქნება,
ჩემის ფანდურის ჩხაკუნი,
მიღე, სარეკელასი
როგორც წისქვილში რაკუნი,
ეს ჩემი შენთვის მოძღვნილი
სალამი, გრძნობის ნაჟური.
დღევანდელ დღესა არ ძალმიძს,
არ ჟღერდეს ჩემი ფანდური!
ლიაც მესაუბრება,
უნდა დავუგდო მას ყური.


დავალებული გულისა
უნდა ამოთქვას ენამა:
წყლულები საქართველოსი
გაგო შენმა სმენამა.
მეც ამატირა ბევრჯელა
შენს თვალზე ცრემლის დენამა.
ნეტავი, ბევრი გაზარდოს
შენისთანები დედამა!
რომ მიყვარს მამულიშვილი,
დაე იცოდეს ყველამა,
გადაგვარების მოსურნე
შაჭამოს ტურა-მელამა!
მადლობელი ვარ გულითა,
შოთაის სულის ლხენამა!
სამშობლოს სამსახურისთვის
ჩანგი გიკურთხოს ზენამა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ობოლი“აღარც დედა მყავს, არც მამა, აღარც ძმა, აღარც ბიძები, სულ დამელია თვის-ტომი, ტყის ნადირივით ვიზრდები. ტან...კაფიამცირე რამ შემონაწირი მიიღე თავის ძმისგანა,— მეც შენებრ გული მიტირის, დაჩაგრული ვარ მტრისგანა. ასწავლე ბავ...ბუნების გლოვაΙ მთათ გული, დაწყლულებული დახოცილ შვილთა მზერითა, ერთმანერთს მისწებებია, წყენა გაზდილა წყენითა. დაღვრილი ...ერეკლეს სიზმარიომ-გადახდილსა პატარა კახსა ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა, თავი მიეყრდნო უნაგირზედა, ტანზე ნაბადი გადაეფინა...რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოსრა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს, რა-გინდ ვარამმა მკბინოსა, კიდევ შავმღერნებ ერთხელა, რომ გულმა მაილხინოსა, მური...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026