kids.ge logo

გლეხის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
ა−ბა, შავ−ხედ−ნოთ ქვე−ყა−ნას:
ძირს ვა−კე, მაღ−ლა მთე−ბი−ა;
ზო−გან ხე−ვე−ბი, სხვა−გან ტყე,
კლდედ მი−ი−უ−ვა−ლი გზე−ბი−ა.
რამ−დენ−ჯერ დავ−ფიქ−რე−ბულ−ვარ,
გულ−ში−აც ცე−ცხლი მთე−ბი−ა;
სხვა−ზედ ვე−რა−ზე−და დავმდ−გარ−ვარ,
მარ−ტო ეს მი−ფიქ−რე−ბი−ა:
ღმერ−თი რო კაც−სა გა−ა−ჩენს,
თან−ვე და−უ−წერს ბედ−სა−ო,
ზოგს მის−ცემს ბა−ტო−ნო−ბა−სა,
სხვას-კი და−უხ−რის ქედ−სა−ო.
ვე−ნაცვ−ლე უფ−ლის სა−ხელ−სა,
ჩვენს დამ−ბა−დე−ბელს ღმერთ−სა−ო:
ღმერთ−მა დამ−ბა−და მუ−შა−და,
ი−მან მი−კურ−თხა მარჯ−ვე−ნა,
უნ−და ვხნა, ვთე−სო, ვიშ−რო−მო
და გა−მოვკ−ვე−ბო ქვე−ყა−ნა.

ა−ლა−ლის ოფ−ლით ნა−შონ−სა
ლუკ−მას ვსჭამ გემ−რი−ე−ლა−და:
ვი−ცი, რომ ჩე−მი შრო−მა−ა,
ჯა−ფით მო−სუ−ლი ხე−ლა−და;
და−რა−ლულს ქვა რომ მა−ჭა−მი−ო,
მო−მეჩ−ვე−ნე−ბა ქა−და−და.
ბედ−ნი−ე−რი ვარ, ოღომც-კი
ქვე−ყა−ნამ მიც−ნოს კა−ცა−და.
კა−ცი ვარ, მე−ნაც კა−ცი ვარ,
ვაჟკა−ცი ნა−მუ−სი−ა−ნი;
ცხვა−რი და ძრო−ხა ბევ−რი მყავ,
სახ−ნა−ვი სა−სუ−ქი−ა−ნი;
ზღვა−და დგა ჩე−მი ყა−ნე−ბი,
ყა−ნე−ბი თავ−თუ−ხი−ა−ნი;
სა−ქე−რეს ქე−რი მი−თე−სავ,
ქე−რია ჩა−რა−თი−ა−ნი,
სავ−სე კო−დე−ბი მიდ−გი−ა
ყველიან-კარაქიანი.
ბევრს აძ−ღებს ჩე−მი მარჯ−ვე−ნა,
მარჯ−ვე−ნა ბა−რა−ქი−ა−ნი!

უ−ფალს ა−უნ−თებ სან−თელ−სა,
გლე−ხუ−რად შე−ვეხ−ვე−წე−ბი;
ი−ცის, გლე−ხი ვარ, შე−მინ−დობს,
თუნ−დაც და−ვაკ−ლო წე−სე−ბი.
ვერთ−გუ−ლობ მამა-პაპასა,
ი−მათ−ში მიდ−გა ფეს−ვე−ბი.
სუყ−ვე−ლა თა−ვი−სი მაქ−ვის,
სხვე−ბი−სას ა−რას ვე−ხე−ბი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიცოცხლემ შხამი მასმიასიცოცხლემ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შავირგე: შავსვი და არც მოვერიდე, თუმც მის სიმწარე გავიგე. ვიცოდი,...მთა და ბარიმთაო, რად აგრე ჰგულდიდობ, ცერად დაჰყურებ ბარსაო?! რადგანაც ძირით გიცქერის, მით არ უყადრებ თავსაო? სალის კ...მთას ვიყავმთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ, თვალთ წინ მეფინა ქვეყანა, გულზე მესვენა მზე-მთვარე, ვლაპარაკობდი ღმერთთანა....ჩიტი-ჩიორაამწვანდა მთები, ამწვანდა ჭალა, გამოიჩინა ბუნებამ ძალა. ჩიტი-ჩიორა გალობს და გალობს: არც დაეძინა, არც დაიღ...მემღერება და ვიმღერიმემღერება და ვიმღერი, _ გულზე მჭირს სამი იარა: წარსულზე ფიქრი მაწუხებს, აწმყოში არა ყრია რა და მომავალის ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026