kids.ge logo

არწივი

ფავორიტებში დამატება
კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,
ნათქვამი არა გვცხვენოდეს,
მსმენლის გულს აბორგოვებდეს,
რავის არა სწყენოდეს?
ვინა, ვინ არი კაი ყმა,
ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?

მიდით, იქ მიდით, სადაცა
ხალხი ხალხზედა ჰღელავდეს,
მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ - მტერსა,
ხმლები, ხანჯრები ელავდეს.
სისხლის ტბა მუხლებს სწვდებოდეს,
ცოცხლები მკვდრებსა სთელავდეს;
ფარების დადგეს ჯღრდები,
თვალები თვალებს სწველავდეს;
მოციქულობდნენ ტყვინი,
შუბები შუბებს სწვერავდეს.
ჭიაფრად მუზარადებსა
სისხლის წვიმაი ჰფერავდეს;
დაგელაობდეს სიკვდილი,
სუდარაებსა ჰკერავდეს.

ვინც მიგებოს მტერს წინა,
წინ-წინ ვინც რისხვას ეტყოდეს,
სახე სისხლგადამდინარი
ტკივილს არ გამოტყოდეს,
თავზარსა სცემდეს სიკვდილსა,
ზედ ქორებულად ფრინავდეს,
სიცხეში სიოდ დაჰბეროს,
დაათბოს, როცა ჰყინავდეს.
პირველად ომის დამწყები
ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს;
სხვანი იყოფდენ ნადავლსა,
ის ისევ მტრის წინ გრგვინავდეს;
მიძღვნილსა საუფროსოსა
ამხანაგებსვე სწირავდეს.
დარაჯად ედგას ლაშქარსა,
როს ის ღრმა ძილით ხვრინავდეს.
სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს,
ცდუნება არა სძირავდეს.

მტრის ჯავრის ედგას ლოგინი,
მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს.
იქ იდგას ხმალამოწვდილი,
საც ძალა აღმართს ჰკვალავდეს,
დაბეჩავებულს სიმართლეს
სამართლობა სძალავდეს.
სხვისა იუბნოს სახელი,
თავის გარჯასა ჰმალავდეს.
მზედ იდგეს ხევსურეთისა,
უხვად შუქს ჩამოჰლალავდეს.
სჯობ, მოკვდეს მშიერ-ტიტველი,
კვდებოდეს, არა გმინავდეს;
თავის სამარხად, სუდრადა,
მარტო სახელსა სწირავდეს.

ვადღეგრძელებდეთ ცოცხალსა,
მკვდრისა ვსვათ შესანდობარი.
წყლული სცნას დედის კოცნადა,
თავის ლოგინად - სამარი,
საკაცე - თავის ლურჯადა,
ქვა-ლოდი - ნაბდად საფარი,
ქალისა, რძლისა ქვითინი
გონოს სიცილ-ხარხარი,
დენა ცრემლისა - ხორხოშა,
ღრუბელთა გადმონაყარი.

სულეთს შავიდეს ხმლინი
ლაღი ლაღისა ცხენითა,
წინ მიუძღოდეს არწივი
ხმით მოყაშყაშე, ფრენითა.
ქება უყივლონ გმირებმა,
გადასრულებმა ჩვენითა.
რეკლემ ხელი მაჰხვიოს,
დაისვას თავის გვერდითა,
გამაგებოს თამარი
მცინარი, თავის ფეხითა.
გახარებული უფალი
კარგს ყმას ჯვარს სწერდეს ზენითა.
ანგელოზები ხარობდენ,
ალ-ქაჯნი იყვნენ წყენითა.

ი, ვინაა კაი ყმა,
მოსაგონარი ქებითა!
რა თქვენ, სადიცენო,
რო ძროხებივით სძღებითა;
ღამე მაძღრები დასწვებით,
დილით მშივრები სდგებითა;
თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ
არცროს არ გამასდგებითა.
თავისად სცოცხლობთ, მცონარედ,
ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა;
გაიგებთ კარგის გარჯასა,
წყინსთ და შურითა ხდებითა;
უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,
უქმად საფლავში სწვებითა.
დაჰკარგავთ საქასა,
ვერც საიქიოს სწვდებითა.
არ იცით, დასჩნდით რისადა,
ან რისათვისა ჰკვდებითა!
1887 წ.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ვაჟა–ფშაველას სხვა ლექსები:

ადგილო კურუმ-კურუმო
ადგილო კურუმ-კურუმო,
ველიან-ჭალიანაო,...
ამირანი
ადე, ამირან, რას გძინავ?
ცხენს დაუყარე ხანძილი,...
არწივი
კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,
ნათქვამი არა გვცხვენოდეს,...
მწყემსი ქალი
დაგძინებია, ქალაო,
ლამაზო, ხუჭუჭ-თმიანო,...
გული გავგზავნე ქვეყნადა
გული გავგზავნე ქვეყნადა
სალაღოდ, სანავარდოდა....
„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ვაჟა–ფშაველას ლექსი „არწივი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „არწივი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ურიგაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

შეაქეთ ბავშვი მისი პროგრესისთვის

შეაქეთ ბავშვი მისი პროგრესისთვის დროის მართვის უნარების განვითარებაში, თუნდაც მცირე წარმატებისთვის.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„გაზაფხული“
ნახატის ავტორი:
ნოდარი მერაბიშვილი (3 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე და ლექსები სიკეთეზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე და ლექსები სიკეთეზე

ელიზბარ გაბუნია
აღდგომის დღე

ელიზბარ გაბუნია

სამყაროში სასწაული მოხდა;
ძე გაცოცხლდა და სიკვდილი მოკვდა!...
ანა კალანდაძე
ვარსკვლავი ბრწყინავს

ანა კალანდაძე

ვარსკვლავი ბრწყინავს,
ო, ვარსკვლავი...
გალაკტიონ ტაბიძე
მწუხარება შენზე

გალაკტიონ ტაბიძე

მე გარს მეხვევა მუდამ, იგივე
შენ მიერ ნაზად ნაქსოვი რიდე. ...
ედუარდ უგულავა
ია

ედუარდ უგულავა

სხვა არაფერი,
ის მინდა,...
მზია გოგნიაშვილი
მამიკოს ბიჭი

მზია გოგნიაშვილი

დილიაადრიან დედიკო
ფაფას მიმზადებს ბრინჯიანს....

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე და ლექსები სიკეთეზე

მანანა ტონია
მეხანძრე სპილო

მანანა ტონია

გუდაც უკვე მობრძანდა,
რომ გიამბოთ ზღაპარი,...
ილია სიხარულიძე
თითების დავა

ილია სიხარულიძე

ერთხელ თითნი წაიკიდნენ,
ჰქონდათ ცხარე დავა,...
გალაკტიონ ტაბიძე
მესაფლავე

გალაკტიონ ტაბიძე

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ...
მანანა ტონია
მხიარული ზღაპარი ნოტებზე

მანანა ტონია

აი ისიც მობრძანდააა,
ჩვენი ზღაპრის გუდა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026