kids.ge logo

მთა და ბარი

ფავორიტებში დამატება
მთაო, რად აგრე ჰგულდიდობ,
ცერად დაჰყურებ ბარსაო?!
რადგანაც ძირით გიცქერის,
მით არ უყადრებ თავსაო?
სალის კლდებით ამაყობ,
თოვლითა, ყინულითაო;
კენკეშა, ურძან-ქუჩითა,
პირიმზე-მწირულითაო.
შენ არად მოგწონს ბარისა
დიდი სიმდიდრე ხილითა,
ოქროთ ნაქარგი გულ-მკერდი,
ზედ მარგალიტის ღილითა;
არ-რადმე გეჭაშნიკება
ვარდის გაფურჩქვნა დილითა,
გულით დარდების გადაყრა
წითლის კახურის ღვინითა.
შენი ძმა არი ბარიცა.
სთველ-ზაფხულ ბარაქინი,
გმირთ სისხლით შაღებილი აქვს
ველები ბალახინი.

შენი ხევებიც იქ ჩადის,
ხევები კალმახინი.
საფუძვლად, მთაო, ბარი გაქვს,
ცოდე, ტალახინი.
თუ ის ჩავარდა უფსკრულსა,
შენ თან ჩაყვები ნიდა;
არ გარგებს, თორო შენ იცი,
მთავ, ამაყობა ფრიდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ერეკლეს სიზმარიომ-გადახდილსა პატარა კახსა ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა, თავი მიეყრდნო უნაგირზედა, ტანზე ნაბადი გადაეფინა...მემღერება და ვიმღერიმემღერება და ვიმღერი, _ გულზე მჭირს სამი იარა: წარსულზე ფიქრი მაწუხებს, აწმყოში არა ყრია რა და მომავალის ...მოლოდინიმცირე რამ ნისლის ნაწყვეტი მთას ეკრა ბუმბულივითა, ჰშვენოდა ფიქრებში გართვა, მინდორზედ სუმბულივითა. მთის წვ...ცაზე იარე, მთვარეოცაზე იარე, მთვარეო, მზეო, აბძანდი-დაბძანდი!.. მთებო, იშიშვლეთ გულ-მკერდი, ხან მოიხვიეთ ნაბადი... დაწვიმე,...ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტსმშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო, ქართლისა წყლულთა მოზარე, მშვიდობა, სულო ძლიერო, თავის სამშობლოს მოყვარე!.. ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026