kids.ge logo

მაცნე

ფავორიტებში დამატება
დაჰღონებულხარ, დედაო,
რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა,
ცრემლ რო ჩამოგდის მჩქეფარე
მაგ ხმელს, წაყვითლო პირზედა?
შენი გაზდილი მახარე
წევს მკვდარი კლდისა ძირზედა,
ტყვიან დარილასა,
ლაღის მდინარის პირზედა.
ნატყვირი სჭირს გულშია,
სისხლი ამასდის ნჩქლევითა,
ხელში უჭერავ ფრანგული,
გადატეხილი ქნევითა.
შენს რძეს ვენაცვლე, დიცო,
კარგი გაგიზდავ რწევითა!
ღამით მოგვადგა ურჯულო
იმ ვიწროებში მსხდომარეთ,
წინ-წინ ის გადაუფრინდა
ჩვენის გაწყვეტის მოლამეთ.

ხუთს კი დაუხშო ნათელი,
სხვანი ჩვენ თვითონ მოვძალეთ.
ზოგი კლდის ეხში შეგვიძვრა,
სხვათ გადალახნეს მთანია,
ყველამ კი გადაწითა
მთების ბალახი მწვანია.
ავსტეხეთ ხმლების წკრილი,
თავზედ დავხვიეთ ალია.
ბევრი იტირებს ჩვენის მტრის
თმა-თაფლა, თეთრი ქალია!
დედილამ, ღვინოდ ვაქციეთ
ერთიან თერგის წყალია.
ზოგები დაშინებულნი
მთების ნაჟურმა დალია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ადგილო კურუმ-კურუმოადგილო კურუმ-კურუმო, ველიან-ჭალიანაო, სამოთხესავით ლამაზო, მიყვარხარ ძალიანაო, რადა ხარ სულ მუდამ დინჯი შ...აკაკის საიუბილეოდმშობელი ქვეყნის მოზარევ, უნდა გიმღერო მთურადა. იმავ ჭირით ვარ სნეული, რაც შენ გატყვია წყლულადა. რა ვუყოთ?...ერთხელც იქნება, მოვკვდებიერთხელც იქნება, მოვკვდები, მივებარები მიწასა, _ გულსა და გრძნობას შაურევ ცივის სამარის ქვიშასა... ჩემს გუ...გაზაფხულიკიდევ ვეღირსე გაზაფხულს, ციდამ მანანის დენასა; ბუნების გამოღვიძებას, ფრინველთ საამო სტვენასა, - გუშინ მეგ...გიგიბრალია გიგის სიკვდილი, ფშაველნ ნუმც გაიგონებენ; შაიყრებიან ციხე-გორს, ლაშქრობას მაიგონებენ. გულზე ეკალი დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026