kids.ge logo

მოლოდინი

ფავორიტებში დამატება
მცირე რამ ნისლის ნაწყვეტი
მთას ეკრა ბუმბულივითა,
ჰშვენოდა ფიქრებში გართვა,
მინდორზედ სუმბულივითა.
მთის წვერებს მოსდევს ნივი
ნადირის სუნსულივითა.
ბუნება ნანობს ცოდვასა,
და სულ-კრულივითა.
- რას უცდი, ნისლო პატარავ,
დაკერებული მთაზედა?
- რასა? ვერ თუ ჰგრძნობ, ძმობილო,
მტერი ჩამიდგა გზაზედა!
როგორ ვერ ჰხედავ გვალვისგან
დამწვარ-დაბუგულს მიწასა?
თავის ძმისწული მოუკლავ
გაბოროტებულს ბიძასა;
მშობლებზედ მეტად სწყენი
გაზდილის ერთგულ ძიძასა.
თვალები მთელის ქვეყნისა
შემომცქერიან თხოვნითა,
გებ როგორმე დავიხსნა
სოფლის ამაგი გოლვითა.
სწორედ ამისთვის დავფიქრდი
და ვეხვეწები ზეცასა:
გამზარდოს, მომცეს ძალ-ღონე,
ვეწამლო ქვეყნის კვნესასა;
გამზარდოს, ღრუბლად მაქციოს,
მძიმედ დამტვირთოს წვიმითა,
რომ მოვრწყო გული ქვეყნისა
დაუშრობელის მილითა;
ვაჭიკჭიკო ბულბული
საღამოთი და დილითა
და წარვსდგე ჩემს მეფესთან
ხელთ ანთებულის ცვილითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ამირანიადე, ამირან, რას გძინავ? ცხენს დაუყარე ხანძილი, დიაცის დაწუნებულსა ტირილი გინდა, გან ძილი. ხალხური. უზარმ...გული გავგზავნე ქვეყნადაგული გავგზავნე ქვეყნადა სალაღოდ, სანავარდოდა. სულ უტიფარი და ნორჩი, ვინ იცის, საით დარბოდა! დაბრუნდა, ჩემ...ილიას საღამოფშავის ხევიდან ვესტუმრე დღეს იმერეთის მხარესა. ამ ტურფა არემარეში ფიქრებს განვიცდი მწარესა. ვდღესასწაულობ...გამოღმით მე ვარ, გაღმა – შენგამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ შუაზე მოდის მდინარე, ხიდი არ გვიძე წყალზედა, ფიქრი გვკლავს მოუთმინარე. მინდა...თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებოთქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო ქედაწვდილებო ზეცადა, რამ გაგაჩინათ, ნეტარა, ჩემფერის კაცის ბედადა?! ხან კი რომ დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026