kids.ge logo

მემღერება და ვიმღერი

ფავორიტებში დამატება
მემ−ღე−რე−ბა და ვიმ−ღე−რი, _
გულ−ზე მჭირს სა−მი ი−ა−რა:
წარ−სულ−ზე ფიქ−რი მა−წუ−ხებს,
აწმ−ყო−ში ა−რა ყრი−ა რა
და მო−მა−ვა−ლის ფიქ−რე−ბიც
ა−რავინ გა−მიმ−ზი−ა−ნა!
ნის−ლებ−ში გახ−ვე−უ−ლი−ა,
ოდ−ნა−ვა ბჟუ−ტავს ვარსკვ−ლა−ვი,
ვე−ღარ ვა−შო−რებ თვა−ლებ−სა,
ერ−თხელ ი−მი−სი მნა−ხა−ვი,
და−ჟი−ნე−ბუ−ლის მის ცქე−რით
შე−ვი−ქენ და−საძ−რა−ხა−ვი.
გულ−ში კი წყლუ−ლი იზრ−დე−ბა,
სულ−სა მი−ხუ−თავს, მა−ღო−ნებს,
სიკვ−დი−ლი ა−რა მწა−დი−ან,
თუმც ტანჯ−ვა სიკვ−დილს მა−გო−ნებს
და ჩე−მი ყოფ−ნა ა−სე−თი
სა−წყალს ა−მი−რანს მა−გო−ნებს.
ხმა−ლიც გვერდს უ−ძე, გო−ში−აც
ერთ−გუ−ლა−და ჰღრღნის რკი−ნა−სა;
არც ხმა−ლი მო−დის გმირ−თა−ნა,
ვერც თი−თონ სწვდე−ბა ი−მა−სა.
გაღრღ−ნი−ლი ჯაჭ−ვიც მთე−ლი−ა,
ჰხე−დავს მე−ო−რე დი−ლა−სა;
სწვავს ტანჯ−ვა-ვაების ცე−ცხლი
პატ−რონს და ი−მის ბი−ნა−სა:
მო−მავ−ლის სხი−ვი ა−ქარ−ვებს
გმი−რის ოხვ−რას და გმინ−ვა−სა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფშაველი ჯარისკაცის წერილიგულ-მკერდიმც აგიყოვდება, დედაო, ია-ვარდითა! თვალებს ნუ ითხრი ტირილით, გულს ნუ ისერავ დარდითა! ვინც დავიჭრ...ადგილო კურუმ-კურუმოადგილო კურუმ-კურუმო, ველიან-ჭალიანაო, სამოთხესავით ლამაზო, მიყვარხარ ძალიანაო, რადა ხარ სულ მუდამ დინჯი შ...მწყემსი ქალიდაგძინებია, ქალაო, ლამაზო, ხუჭუჭ-თმიანო, ნეტავი გამაგებინა, რა გესიზმრება, ღვთიანო?! მოფრენა უდაბურს ტყეშ...არწივიკარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო, ნათქვამი არა გვცხვენოდეს, მსმენლის გულს აბორგოვებდეს, არავის არა სწყენოდე...კაფიამცირე რამ შემონაწირი მიიღე თავის ძმისგანა,— მეც შენებრ გული მიტირის, დაჩაგრული ვარ მტრისგანა. ასწავლე ბავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026