kids.ge logo

მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ

ფავორიტებში დამატება
მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ,
წვერ-პირი მორთე თეთრადა,
ეხლა ირონ იქნება
ჭკვამ და გულისთქმამ ერთადა
მომწყინდა გულის ჯახირი,
დამღალა მისმა ბგერამა;
დღესაქამომდე მის ღელვა
ვერ დაამშვიდა ვერრამა; _
ბერ მუხად გულში იფარჩხვის,
რაც მიანდერძა დედამა, _
დაწურა, სისხლად დაწურა
ქვეყნის უღმერთოდ რბევამა;
ტანზე ამასხა ეკალი
საფლავთ წინაპართ კვნესამა,
აკლდამებიდამ მწყრომარედ
მათმა გადმოხედვამა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ერთი რამ მინდა სათქმელადერთი რამ მინდა სათქმელად, გულს ნისლად დაფარებული, ციდამ ცა-ქვეყნის გამგესი სამღერლად დაბარებული. ვსთქვა, ...ნატვრაკლდე უნდა იყო, სალი კლდე - მიწავ, რადა ხარ ფხვიერი, - რომ ვერა სთხრიდეს საფლავებს ქარჩით მოხუცი ხნიერი. რ...ერთხელც იქნება, მოვკვდებიერთხელც იქნება, მოვკვდები, მივებარები მიწასა, _ გულსა და გრძნობას შაურევ ცივის სამარის ქვიშასა... ჩემს გუ...დაგვიანებული პასუხი აკაკის“ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს, მკითხველიც იმას მკისაო”. აკაკი ...სიყვარულიშენმა სურვილმა დამლია, შენზე ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა; მაო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026