kids.ge logo

გაზაფხულზე, რომ გათბება მიწა

ფავორიტებში დამატება
გაზაფხულზე, რომ გათბება მიწა,
რომ ამოვა ენძელა და ია,
საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ,
ლექსს დაგიწერ ცისფერპეპლებიანს.
ნანურთან არაგვის წყალს დავლევ,
გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს,
ციხისძირთან შემეყრება გველი,
ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს.
მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი,
მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას,
ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ,
რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ალბათ ხარობდა დედაი!სადღაც აქვეა სიკვდილი, როგორ ახლოა მიწა, არყოფნის გემებს მივკივი არარაობის ზღვიდან; ალბათ ხარობდა დედაი, ...არაგვსსად დაგიჩოქო, არაგვო, რომელ ტალღაზე გემთხვიო, თუ მუხლის ჩოქით ამოგყვე, სათავეს გადავეხვიო. შენი ნაპირის ლ...სიცოცხლის სიმღერაგული სიკეთით მოვქარგე, სული მაქვს ვარდთა მთოველი, სიყვარულს მეპირებიან გრძნობები დაუცხრომელი. მიხარის თქვ...ნუ გეშინიანუ შეგაშინებს დრო-ჟამი ჩემი სამშობლოს მიწავ, ნურც ჩვენი დაბეჩავება, მშობელს რო ვეღარ გიცავთ; იმედი გქონდე...ბედისწერის ცხენითოკს აბია ბედისწერის ცხენი, მაგრად არის ჩარჭობილი პალო, ზოგჯერ წყენით, ზოგჯერ აღმაფრენით სადღაც მივალთ, რ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026