kids.ge logo

ჩონგურს

ფავორიტებში დამატება
შენნი მოთქმანი, კაეშნის ხმანი,
ხანცა ოხვრანი, ხანც ამოსკვნანი,
წარსრულთა დროთა მოგონებითა სულს აფიქრებენ!

ჰოი, ჩონგურო, ნეტავი ოდეს
ხმა მხირული შენგან მსმენოდეს,
რომ უკუმყროდეს მე სევდიანსა გულისა სენი!

მაგრამ სად ვნახო შენი ღიმილი,
სიხარულითა გამოჩენილი?
მე შენგან მესმის მოკლულის გულის ოდენ ჩივილი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემთ მეგობართჭაბუკნო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებთ და სიყვარული გულის ჭირთაც გისიამოვნებთ, არ დაიჩნიოთ შავის ბედ...ნაპოლეონნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას, და თქვა: „აბაო ხელმწიფებამ რა შემიძინა?“ და რა იხილა თვისს დიდების ...ცისა ფერს, ლურჯსა ფერსცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამ ქვეყნიერს, სიყრმიდგან ვეტრფოდი. და ახლაც, როს სისხ...არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმაარ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა: მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა! მინდა...აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველიაღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი, მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი, დიდ სამქუხარო, საავდარო, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026