kids.ge logo

ცისა ფერს, ლურჯსა ფერს

ფავორიტებში დამატება
ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამ ქვეყნიერს,
სიყრმიდგან ვეტრფოდი.

და ახლაც, როს სისხლი
მაქვს გაციბული,
ვფიცავ მე — არ ვეტრფო
არ ოდეს ფერსა სხვას.

თვალებში მშვენიერს
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგი ცით
გამოკრთის სიმით.

ფიქრი მე სანატრი
მიმიწვევს ცისა ქედს,
რომ ეშხით დამდნარი
შევერთო ლურჯსა ფერს.

მოვკვდები — ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს, —
მის ნაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს!

სამარეს ჩემსა, როს
გარს ნისლი მოეცვას —
გიცა შესწიროს
ციაგმან ლურჯსა ცას!.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ძია გ...სთანძიავ, ყაბახი, სამშობლო შენი, წაგართო ავის ენისა გესლმან; სატრფონი მისნი შემოგარენი გარდახვეწილსა დაგიხშო ...თავადის ჭ...ძის ასულს, ეკ...ნასხმით მშვენიერით, ტკბილის სიმღერით ჰაეროვანო, სულს ელხინები; თვალთ არონინებ, გულს დააწყლულებ და ღიმილითა ე...აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველიაღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი, მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი, დიდ სამქუხარო, საავდარო, ...ხმა იდუმალივისი ხმა არის ეს საკვირველი? რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი? რა ვსცან პირველად წუთისოფელი, დავშთე ადგილი,...ჩემი ლოცვაღმერთო მამაო, მომიხილე ძე შეცდომილი და განმასვენე ვნებათაგან ბოროტ-ღელვილი! ნუთუ მამასა არღა ჰქონდეს გული...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026