kids.ge logo

ერთი რამ მინდა სათქმელად

ფავორიტებში დამატება
ერ−თი რამ მინ−და სათქ−მე−ლად,
გულს ნის−ლად და−ფა−რე−ბუ−ლი,
ცი−დამ ცა-ქვეყ−ნის გამ−გე−სი
სამ−ღერ−ლად და−ბა−რე−ბუ−ლი.
ვსთქვა, თუ ა−რა ვსთქვა, რას მე−ტყვით,
გუ−ლი−საც და−ვა−ლე−ბუ−ლი?!
შორს მი−დის ჩე−მი გო−ნე−ბა,
ოც−ნე−ბა გა−მა−ლე−ბუ−ლი;
გულს ბევ−რი უნ−და ტი−ალ−სა -
ხა−რი−ა ა−ლა−ღე−ბუ−ლი.
ნუ მომ−თხოვთ, მა−შინ არ ძალ−მიძს
მსჯე−ლო−ბა დალაგებული…
მა−ინც ბოღ−მა მკლავს, მა−ინცა
ა−რა ვარ გა−ლა−ღე−ბუ−ლი.
ნე−ტავ, დაგ−ლევ−დი, ბუ−ნე−ბავ,
შე−ნის ცოდ−ვით და მად−ლი−თა,
ან შენ დამ−ლევ−დი, რომ შენ−თან
მეც მე−მუ−შა−ვა ად−ლი−თა.
ვერ სძღე−ბი სიყ−ვა−რუ−ლი−თა,
გუ−ლო, არ იქ−ნა ა−რო−ბით;
იმ−ღე−რე, ი−სევ იმ−ღე−რე,
ჟი−ნი მო−ი−კალ გა−ლო−ბით;
ეს გა−ზა−ფხუ−ლიც ჩა−მოდ−გა
ქვეყ−ნის დამდ−გე−ნის წყა−ლო−ბით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ისევ შენ, ისევ, ქალაოისევ შენ, ისევ, ქალაო, მომხედე, გამიცინია. შენ მაინც ნუ მიღალატებ, მოვკვდები - დამიტირია. მაღლისა მთისა წ...მხედართა ძველი სიმღერამიტომ გაგვზარდა დედამა, მისთვის გვეტყოდა ნანასა - ტანზე აბჯარი ავისხათ, მუდამ ვლესავდეთ დანასა, რომ შიშს ...კიდევაც ვნახავ გაზაფხულსკიდევაც ვნახავ გაზაფხულს, ყელმოღერებულს იასა, სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს, იმის სიტურფეს ღვთიანსა, ამწვა...რამ შემქმნა ადამიანადრამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოვედ წვიმადა, რომ ვყოფილიყავი მუდამა ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა, მიწაზე...იმერეთსერთხანად ჩემო მძრახაო, ლიხს-აქათურო დედაო! გხედავ, რომ შამრიგებიხარ, მით შენთან სალამს ვბედაო. შაერთებულა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026