kids.ge logo

ჯარჯი

ფავორიტებში დამატება
კლდე, ჯიხვის ჯოგის გავლილი,
რო ნახო, გაგიკვირდება...
მათ ნაწოლსა, ნადგომსა,
თოლი არ მაკიდება.
ფეხ რო მაუსხლტეს ტიალსა,
კლდეზე რქით დაკიდება,
მათ მიმყოლსა ვაჟკაცსა
რა კარგი წაკიდება!..
ჯარჯი ჩახედავს ჯიხვებსა,
რა მშვენიერნი წვანანო,
რქა რქაზე გადაუხვევავ,
ანგელოზებსა ჰგვანანო.
ჯარჯივ, ნუ მისდევ ჯიხვებსა,
მოგინელებენ ტიალნი!..
არ დაჯერა ჯარჯიმა,
სხვაც ბევრ მამცდარა ჭკვინი.
ჩამაქადლა ვაჟკაცმა
ხირიმი სპილოსძვლინი,
წინ ჯიხვთა, უკან ჯარჯიმა
კლდეზე გადიღეს გრილი, _
ჩაბანოს ჭალას გავარდა
მოყმე ფეხწრიპინი...
მატანეს მამკვდარი,
ტირის ქალი და ზალია,
შამააწვინეს კარზედა
კლდის დაფლეთილი ტანია,
გადაგლეჯილი თავ-პირი,
ყორნის დათხრილნი თვალნია...
სახსოვრად ჯარჯის საფლავზე
დააკრნეს ჯიხვის რქანია,
ერთ გვერდზე თოფი სითა,
მერე გვერდზე ხმალია,
ზედ დაწერეს წერილი:
„ჯარჯი ჯიხვთაგან მკვდარია!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელია და მამალიორშაბათ დილა გათენდა, რა ავი დარი დგებაო, ეს ჩვენი წუწკი მელია, საომრად ემზადებაო! წავიდა იქ მიცუნცულდა, ...მზე - დედაა ჩემიმზე - დედაა ჩემი, მთვარე - მამაჩემი, მოციმციმე ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი....მინდორთა მამშვენებელომინდორთა მამშვენებელო, ვარდო, გაშლილო ველადა, სად მოიცალა ი ღმერთმა, შენი თვალ-წარბის წერადა? ვინ მისცა ს...არ მარგოარც არა მარგო ტირილმა, არც არა ცრემლის დენამა, აჯობა ისევ სიცილმა, ლაქარდიანმა ენამა. გამხიარულდით, სწორე...თამარ მეფესთამარს უამბო დედამა: „შვილო, სიზმარი ვნახეო, საწუთროს ჯამში ჩავხედე, ქვეყანა დავინახეო, - შენ იყო მთელი ხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026