kids.ge logo

წიწილა

ფავორიტებში დამატება
ქორმა წიწილა წაღო,
ძახდა "წიავ-წიავსა!"
წიწილის თეთრი ბუმბული
ველად გაჰქონდა ნიავსა...
ღვარი წავიდა სისხლისა,
წალეკა მთა და ბარია:
რაგვს გზა დაათმობინა
და გადათელა მტკვარია.
ისმოდა ბებრის ეზოში
კრუხის ქვითინი მწარია...
მოქსლოდენ მოკეთები:
კრუხნი, მამლები, ვარია, -
ნათესაბა კრუხისა,
მთელი იმისი გვარია.
ცრემლი იქცევა ქათმების,
დიდი გლოვა და ზარია...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...მხედართა ძველი სიმღერამიტომ გაგვზარდა დედამა, მისთვის გვეტყოდა ნანასა - ტანზე აბჯარი ავისხათ, მუდამ ვლესავდეთ დანასა, რომ შიშს ...ვინ არის კაცი?კაცი ის არის, ცხოვრება ვინც გაატარა ჭამაში და კაცის დანიშნულება მხოლოდა ჰპოვა ამაში. კაცი ის არის, ვინაცა...მთას ვიყავმთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ, თვალთ წინ მეფინა ქვეყანა, გულზე მესვენა მზე-მთვარე, ვლაპარაკობდი ღმერთთანა....შეჰხედეთ ერთი ღრუბელსაშეჰხედეთ ერთი ღრუბელსა, როგორ თავხედობს წყეული! სწადიან შთანთქას, გააქროს მზის სხივი გამოსრეული. წინ ეღობ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026