kids.ge logo

ან-ალვაო ტანადობით

ფავორიტებში დამატება
ან, ალვაო, ტანადობით, ბან ბულბულს მიგიგავს ენა;
გან, გიელვარებს პირი, დონ, დახატული ხარ შენა;
ენ, ელვარე, ბადრო მთვარევ, ვინ, ვის ეწყინა შენგნით წყენა;
ზენ, ზილ კამო, გიშრის თმაო, ჱაე, ჱაერთ იწყო ფრენა;
თან, თურან, ინ, ისარნი, სიცხოვლით დაგიწვავს შენა!
კან, კვდარი ვარ შენის ეშხით, ლას, ლამაზო მომიგონე;
მან, მიშვრები, თვალთა ცრემლი, ნარ ნაღვაწლიც მამიგონე;
ჲიე, ჲინდის ხემწიფეო, ონ, ოდესმე დამიკონე;
პარ, პირზედ გასხედან ხალნი, ჟან, ჟურვილით თვალთ მიმონებ;
რაე, როდის ვერ გიხილე, სან სურვილმან არ მასვენა!
ტარ, ტურფა ხარ მშვენიერი, უნ, უდროოთ გევხარ მთვარესა;
ფარ, ფერადათ აყვავდები, ქან, ქალნი გისხედ გარესა;
ღან, ღრუბელში ანათობ, ყარ, ყარყარობ სხვის არესა;
შინ, შემრისხავ უმიზეზოდ, ვინ, მერ მოველ შენს არესა;
ცან, ცუდია ეს სოფელი, ძილ, ძილმან არ მასვენა!
წილ, წამებო, ესეც კმარა, ჭარ, ჭირადათ, ვიქმენ ხელად;
ხან, ხილვასთან ედარები, ჯან, ჯილჯიყობ მარგალიტსა;
ჰაე, ჵოე, როს გახშირდა, ბესიკს ესმა შენგნით ყენა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პირველ სიმდაბლეს აღეკარპირველ სიმდაბლეს აღეკარ, მზა ჩვენ ლოცვითა ზენანი, წყალობით ძალთა მფენანი! ვით საწოლს შიგან ურიდად არ გექმ...შავნი შაშვნიშავნი შაშვნი შავს გალიას შემსხდარნი, სუფთად მხმობნი, ხმა-ყარიბად მსტვინავნი, მრჩობლად მხედნი, მით ერთითა ...აღვახვამ ქებად ბაგესაა. აღვახვამ ქებად ბაგესა, თუმც შევიძელ მკობილება. ბ. ბანოვანთა უტურფესო, გიქო მაღალ-შობილება! გ. გულს გან...გამტყორცა სოფელმაგამტყორცა სოფელმა, მოვშორდი მზესა; დღენი ჩემნი წარვლენ ბნელად და ბნელად! რაყიფად შემექნა ბედივე ჩემი; სიც...მზე-ჭაბუკ ორბელიანსდამპალო ლეშო, თვალ-ხენეშო, გულ-ღადარაო, ეშმაკთ ბუდეო, ბეჭ-მრუდეო, კერპთ სადარაო, არ უზიანო, კუზიანო, მაწუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026