kids.ge logo

ბედისადმი

ფავორიტებში დამატება
ჰე, ბედო, რა ხარ?
შენი ხატი ვინ სახოს,
ყოვლ ფერობათა მონაო?
ხელ-მწიფედ მზა ხარ,
მაგრამ ვერვინ ვერ ნახოს
შენი სიმართლით მგონაო!
ნაზდი ხმა ხარ;
ვინც[ა] რამე გიზრახოს,
მართ არ გაგყვების ხსოვნაო!
ხან ტკბილ[ი] ძმა ხარ:
ვინმც[ა] ესრეთ გიძახოს,
მათ ცრემლთა ექმნას ფონაო!

ჰგავს სოფლის პირსა,
ბედო დაუდგრომელო,
სიმტკიცე შენგან ქმნილისა!
ვინ გეტრფის, ტირსა,
ქცევა განუზომელო,
ნატვრა აქვს მას სიკვდილისა!
ხან ქვე შლი ძირსა,
სიმაღლისა მდგომელო,
გაქვს სიცრუე სირბილისა!
ხან დიდ ჰყოფ მცირსა,
რყევა დაუშრომელო,
ხარ სიმართლისა კონაო!

ცხო ხარ შობით,
უღმრთოდ დანაბადეო;
ვით გენდო, ბედო, უბედო!
მე შენის მკობით,
საბრხე გამიბადეო,
და შევიქმენ უმედო.
სურვით და ძმობით
ბევრჯერ რა მიქადიო.
სირცხვილოდ გარდახედო!
სრულ პატრონ-ყმობით
ერთად გამოგვცადეო,
ვინ ვართ მოყმე და მხნონაო!

აწ გიცანთ, გველო,
სამოთხით განმაძეო,
შავბედო არსად არაო!
ქვეყნის შემძვრელო,
ეშმათა მობაძეო,
ხან ბნელო, ხან სადარაო!
დუმალ მჭრელო,
სიდრკუის მამა-ძეო,
დამდგომო უქმად არაო!
გულებთ შემკვრელო,
გამყრელო, მომაძეო,
მლიქვნელო და ღადარაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედოფალს ანაზედვარ უცხო ვინმე ყარიბი, ამა სიტყვითა მხმობელი, ამა მუხთლისა სოფლისა მაგინებელი, მგმობელი: მონა ვარ მისი მუ...მამამან გფაროსმამამან გფაროს, ძემან დაგცვაროს, სულმან სამსებით გცეს ვარდის კონა! გატრფოს ზენამა სულთ მალხენამა, მას აღე...მარად შენ მიმაჩნდემარად შენ მიმაჩნდე ჩემს დამფარველად! მუნითა ვარდს მიფენ, ვით ამბარებით. ვიცი დღენი მიხსენი შენს დამსახმელ...მირიან ბატონიშვილსკრემენჩუკს გრიგოლ უწოდა სახელად: "სახლო უკარო". მენიშნა, დავრთე ნებანი, თანხმობით თავი უკარო. ყოვლის სოფლ...გამტყორცა სოფელმაგამტყორცა სოფელმა, მოვშორდი მზესა; დღენი ჩემნი წარვლენ ბნელად და ბნელად! რაყიფად შემექნა ბედივე ჩემი; სიც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026