kids.ge logo

დედოფალს ანაზედ

ფავორიტებში დამატება
ვარ უცხო ვინმე ყარიბი,
მა სიტყვითა მხმობელი,
მა მუხთლისა სოფლისა
მაგინებელი, მგმობელი:
მონა ვარ მისი მუდამ ჟამ
და მისი შემამკობელი, -
გია ჩემი ხელმწიფე
და ჩემი დამადნობელი!
ფუცავ, მე არვინ მიხილავს,
რომ არს შვენებით ანაო!
მთვარესა ეზრახებოდა:
„შენ ვერ ხარ ჩემისთანაო!“
ვარსკვლავნი მუდამ სამონოდ
გარს უდგენ თანის-თანაო.
მხილველნო, დამემოწმენით:
კარგი ყოფილა განაო?
ცნობა მიმიღო და გული,
სევდით შემზღუდა ანამან;
კვლავ მომკლა მისმან ციალმან
და წელთა მიმოტანამან;
კოკობსა ვარდსა ნარგიზმან
აპკურა ცრემლი, ანამა.
ჯობს, რომ არ ყვანდეს მიჯნური,
ან მოკლას ამისთანა მან!
გუნდი მოცინარობს:
„მარგალიტნო, მიახელთო!“
სათის ტბიდგან ისარს ისვრის:
ვინ გაუვლის ახლოს ველთო?
დალახვრავს და მძიმედ დაჰკოდს,
ველს განაბნევ დია ხელთო!
ნეტართაო ქონდეს ეს გზად;
ვიცადი გიახელთო.
მიმიღო ცნობა, -
არ ძალმიძს მკობა, -
ჩემმა ხელმქმნელმან, ლამაზმან ამან!
შემოსა ხელი,
ითნო სახელი
მისმან მგვანემან პაწაწანამან;
ალხინა გული,
წყლულ-დადაგული,
წყალობიანმან მისმან შანამან.
თქმულია ძველად:
„ვინც იყო ხელად,
ატრფე და მოგკლას ამისთანამან!“
ხელმწიფევ, გული
შენთან-ა ბმული,
წყალობინად მომცემო შვების!
ნაზად ვინ ირთვი,
პირი მიირთვი
სიკვდიდმდე მტკიცე შენთა ნახლების!
თუმცა [რა] გცოდე,
ვიყო შემცოდე,
შენგან წყალობით ნუ მელხინების!
გიმუხთლო, ესე
ვიყოცა მკვნესე,
შენგანცა კიდე ვიყო-ცა სხვების!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მზე-ჭაბუკ ორბელიანსდამპალო ლეშო, თვალ-ხენეშო, გულ-ღადარაო, ეშმაკთ ბუდეო, ბეჭ-მრუდეო, კერპთ სადარაო, არ უზიანო, კუზიანო, მაწუ...გიშრის ნავნიგიშრის ნავნი შავთა ზღვათა არობენ, ირისენი მთვარეზედ კამარობენ, ორნი ტოლნი თანასწორ ბზინვარობენ, მათ-თან ჭ...ცრემლთა ისარნიცრემლთა ისარნი მოსისხარნი ჩვენდა არენით ილმენით გულნი ჭირ-ნახულნი, შეგვიწყნარენით! უცხონი თემით სოფლის ცე...აღვახვამ ქებად ბაგესაა. აღვახვამ ქებად ბაგესა, თუმც შევიძელ მკობილება. ბ. ბანოვანთა უტურფესო, გიქო მაღალ-შობილება! გ. გულს გან...ვნახე პირ-მზევნახე პირ-მზე, ბაგე ვარდობს და ლალობს; ლომის ბურჯზედ აღმობრწყინდა არია; მონარნარობს, ზილფ-გიშრითა დალალობ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026