kids.ge logo

მე შენი მგონე

ფავორიტებში დამატება
მე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი, მალ ალო,
ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელთ დალალო,
მთიბო პირო, მიჯნურთ მჭირო, ბროლო და ლალო,
კეკლუცო, ნაზო, შენ ლამაზო, ბროლ-ფიქალალო!
მე შენსა ყარიბსა მიჯნურსა მაქვს სავალალო.

ჰხამს, შენთვის ხელმა, სოფელს მვლელმა, თავი ჭირს აროს,
შენნი უწყალო ჰინდ-ლაშქარნი გარ-შეისაროს,
მათგან დაზიდულს მშვილდსა უძლოს, გულსა ისაროს,
დაჭრილი ჰრბოდეს, ცხოველობა გაიმქისაროს!
მაგრამ უბრალოდ სისხლი შენზედ არს საალალო!

როს მოგიხილე, მყის შევიქენ თავისა მტერი!
რად არ ვიცოდი, არა გყვანდა შენი საფერი?!
ყოვლი მოყვარე შენგან ჩივის, ყმაა თუ ბერი!
რა გიმების, არვინ იცის, ვსცან ვერა ვერი!
დროა, თუ მომკლავ შენ, სიკეთე დაუთვალალო!

ძნელი ყოფილა, დამაშვრალსა შეხვდეს წყურვილი,
მზისა სიცხოვლე მირასჭირდეს, შექმნას ურვილი!
ვა ჩემსა ბედსა! იცი მე ვარ სულ-მიწურვილი;
მიკვირს, რად აღარ დამაკარვენ სათნი ბურვილი?
ჰგავს, რომ მოყვარე არად გინდა, მიუთვალალო!

მე შენმა თვალმა გარდამბირა, როს გნახე მთვარე;
შვიდნი ციურნი მოციმციმედ არ შეგადარე;
შენის ბაგისა ორნი მეცნეს: ტკბილი და მწარე;
ორ-კეცად შენი სიყვარული თავს დამაფარე!
შენი ბესიკი რად დამაგდენ, შეუბრალალო!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ბესიკის სხვა ლექსები:

იადონს ის ევარდა
იადონს ის ევარდა
და სუმბულს ის ევარდა. ...
მე მივხვდი მაგა შენსა ბრალებსა
მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა!
მე განგიცხადებ დანამალებსა! ...
ანბანთ-ქება
არს ბრძან გნომით, დავლის ეთერს,
ვლა ზეურობს ჱელვა-თნობით, ...
ჭადრაკზედ ზმები
ნიჭად რა კიდარ უკადრად მე ფერხნი შემჰსდგენ ღონითა;
ჟილ ბლაზი ერის მეტ ლიზღვით დამმხედ არ იყოს ჰხსონითა; ...
ან-ალვაო ტანადობით
ან, ალვაო, ტანადობით, ბან ბულბულს მიგიგავს ენა;
გან, გიელვარებს პირი, დონ, დახატული ხარ შენა; ...
„ბალერინა“
ნახატის ავტორი:
ნია გინტური (რვა წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ბესიკის ლექსი „მე შენი მგონე“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „მე შენი მგონე“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ნარჩომაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ სხვების მოსმენა

აუხსენით ბავშვს, რატომ არის მნიშვნელოვანი სხვების მოსმენა და როგორ უნდა მოუსმინოს სხვებს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ნახატის ავტორი:
ნინო (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე

ლუარა ჭანტურია
გოგია და ყურცქვიტა

ლუარა ჭანტურია

კომბოსტო რომ დაგიხრავს,
ბებომ ნახა ამ დილას,...
მურმან ლებანიძე
ციცო

მურმან ლებანიძე

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო, ...
ბესიკი
მშვენიერთა ხელმწიფევ

ბესიკი

მშვენიერთა ხელმწიფევ,
მკლავ სიშორით შენითა! ...
ბესიკი
სევდის ლაშქარი

ბესიკი

სევდის ლაშქარი შემომიხდება,
სურვილის ცეცხლი მომეკიდება, ...
ბესიკი
გიშრის ნავნი

ბესიკი

გიშრის ნავნი შავთა ზღვათა არობენ,
ირისენი მთვარეზედ კამარობენ, ...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე

ნოდარ დუმბაძე
ნამდვილი ამბავი

ნოდარ დუმბაძე

თურმე ქათმების წყევლამა
მელია დააელამა,...
ცირა ტურაშვილი
*** (პატარა ვარ?)

ცირა ტურაშვილი

პატარა ვარ?
არა, დიდი!...
ბესიკი
პირ ზამბახნი

ბესიკი

პირ ზამბახნი, ღაწვნი ვარდნი სად არი?
სახე სავსე მთვარის მზგავსი, სადარი; ...
ხალხური
შევხედე, სვემდა ღვინოსა

ხალხური

შევხედე, სვემდა ღვინოსა
ყმა, სულთა ჩემთა ზიარი,...
ნესტან კუპრავა
ჩემი სკოლა, ჩემი კლასი

ნესტან კუპრავა

აი, ჩემი სკოლა!
აი, ჩემი კლასი!...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე

აკაკი წერეთელი
აღმართ-აღმართ

აკაკი წერეთელი

აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,
სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა;...
მანანა ტონია
პაწაწინა მეგობარი

მანანა ტონია

ჩემი მეგობარი,
პაწაწინა ქალი,...
ბესიკი
მე სული ჩემი ფეშქაშად

ბესიკი

მე სული ჩემი ფეშქაშად
შენთვისცა შემიწირია. ...
ნოდარ დუმბაძე
შეჯიბრება საღორიის ტყეში

ნოდარ დუმბაძე

კვირკობ-მარიობის თვეში
საღორიის უღრან ტყეში,...
მანანა ტონია
ქართული სტუმართ-მასპინძლობა

მანანა ტონია

ბავშვებო გსურთ მოსმენა,
ჩემი ნაამბობისა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026