kids.ge logo

ანა-ბანა, ანა-ბანა

ფავორიტებში დამატება

ანა-ბანა, ანა-ბანა,
სიხარულმა ამიტანა, -
ჩემი ქვეყნის სიყვარულმა
სადღა აღარ წამიყვანა.

მთაში ჩანჩქერები ვნახე,
ბარში ია-ვარდის ყანა -
ეს პატარა საქართველო
რა ყოფილა ამისთანა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვინც ამ გოგოს გააცინებსშტოზე ვაშლი გარჩენილა, ვინც მისწვდება მისია, ვინც ამ გოგოს გააცინებს, გოგოს გული მისია... ეს ცხოვრება ასე...საახალწლო კარნავალზეტანში ჟრუანტელი მივლის, ახალი წლის დილა დგება, ფიფქი - თოვლის შვილობილი ხელზე მტრედად მაფრინდება. მელაკუდ...თოვლის ბაბუაგადმოლახა ზღვები და გადმოლახა მთები - მოდის თოვლის ბაბუა დათოვლილი მხრებით, დათოვლილი წარბებით, დათოვლილი...საახალწლორაც ძველია, ძველია, ძველია და მიდის. დღეს ახალი წელია, ზეიმია დიდი. დაფიფქული წარბებით, დათრთვილული ქუდით...მზესთან ერთადმზე ჩამოდის ფეხით ციდან, ფანჯარაში ჯდება ჩიტად, იმ სიმღერის ჭიკჭიკს იწყებს, მე რომ მომწონს, შენ რომ გინდა...
„პეპელა“
ნახატის ავტორი:
მარიამი გუნჯუა (4 წლის და 8 თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მორის ფოცხიშვილის ლექსი „ანა-ბანა, ანა-ბანა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026