kids.ge logo

ია

ფავორიტებში დამატება
ველში ია ამოვიდა,
მიხედა, მოხედა,
-მწყურიაო! - ჩუმადა თქვა,
დაძახება ვერ გაბედა.

ზღვის ორთქლი და ოხშივარი,
რაც ცას დღისით აწურა,
ცვარ-ნამებად გარდაქმნილი
ის გულზე დაეპკურა.

გაზაფხულის კოხტა ყვავილს
გულს სიამზე მოფინა,
ველს სალამი მისთავაზა
და მადლობით ცას შესცინა.

კოპწიას და ჩანასკულსა,
ლურჯქათიბა-კაბიანსა
მთაც ნაკადულს უგზავნიდა,
ცივწინწკლება-ქაფიანსა.

და უთვლიდა გამარჯვებას,
ცხონდა თქვენი მშობელიო,
აქ ეს არის, მანდ შენა ხარ
გაზაფხულის მთხრობელიო...

ველში ია ცქრიალებდა,
კლდეზე წყარო ჩქრიალებდა,
მთა და ბარში გაზაფხულის
უხვი მადლი ტრიალებდა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთხოვარიგზის პირას იდგა მთხოვარი, სად ხალხი მიმოდიოდა, გამვლელ და გამომვლელთანა უძლურებაზე ჩიოდა: - დამიგდო ავადმ...ჩიტი და ილაპატარა ილამ ეზოში ბევრი იცელქა დილითა; გამოაყრუა მიდამო გამხმარი ლელის სტვირითა. შემდეგ მოახტა ცხენჯოხას,...მერცხალიმერცხალო, მახარობელო კეკლუცი გაზაფხულისა, მორბედო ია-ვარდისა, გამხარებელო გულისა! შენ გენაცვალე, ფრთაცქვი...ნაბია და წკიპაჰეი, ბიჭო, ბიჭო, წკიპა! გახსოვს, ბებომ რომ გაგწკიპა? ვაშლის ქურდი დედის კალთას ამოეკარ, როგორც ტკიპა. -შე...პაწია მერცხალიმე პაწია მერცხალი ვარ, მოჭიკჭიკე, მოალერსე; ნეტავი რა დაგიშავე, ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?! სიყვარულით,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026