kids.ge logo

რთველი

ფავორიტებში დამატება
დე, პირი დაბანე,
გამოფხიზლდი, ჩემო თინა!
რახანია ცელქმა სიომ
ვენახები დაირბინა.
ვაზებს ჩხები შეურხი
სე, რომ არ შეშინა;
ქარვა-მტევნებს გადაჰკოცნა,
რთველიო, აგრძნობინა.
დღეს ჩვენც მისთვის ვემზადებით
გოდრებით და კალათითა,
რადგან მეტი სიმწიფისგან
ზედ ადნება ვაზებს თითა.
დე, გასწი ვენახისკენ,
დედის გულის ბარაქალა,
იქ მიგელის ბუდეშური,
მარცვალა და ხარისთვალა.
შენებურად დაფაცურდი,
დატრიალდი, დაირბინე,
ვაზებს რთველი მილოცე,
კოცე და აკოცნინე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა მკითხველებსჩემო პაწია მერცხლებო, ჩემი სიცოცხლის სხივებო, საყვარლად მოჭიკჭიკენო, თქვენ, ჩემო გულის მძივებო, მოგესალმე...ზამთარიბუნებამ ფერი იცვალა, დაცარიელდნენ ველები; წავიდნენ, გამოგვეთხოვნენ, ვინც იყვნენ წასასვლელები. ციყვმა მოძე...პაწია მერცხალიმე პაწია მერცხალი ვარ, მოჭიკჭიკე, მოალერსე; ნეტავი რა დაგიშავე, ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?! სიყვარულით,...მერცხალიმერცხალო, მახარობელო კეკლუცი გაზაფხულისა, მორბედო ია-ვარდისა, გამხარებელო გულისა! შენ გენაცვალე, ფრთაცქვი...მამალი- იცით, ქათმებო, რას გეტყვით, მეტი რომ არ ვთქვა თავზედა, ჩემი ბადალი, მითხარით, ვინ არის ქვეყანაზედა?! და...
„კაიონი“
ნახატის ავტორი:
ბარბარე ციშუკ (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული შიო მღვიმელის ლექსი „რთველი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026