kids.ge logo

შ - აშვი მცინარი

ფავორიტებში დამატება

შოთა და მაშო, ბავშვებო,
ცელქი და-ძმანი არიან,
სოფლად ცხოვრობენ და უყვართ
შალშავის ჭამა ძალიან.

გუშინაც ტყეში წავიდნენ,
რომ დაეკრიფათ ეგ ხილი,
მაგრამ მოესმათ პატარებს
ბუჩქიდან რაღაც ძახილი.

ხან, თითქოს მგელი ყმუდა,
ხან, კივილს ჰგავდა ტურების,
შოთა და მაშო შეჩერდნენ,
შიშით დაცქვიტეს ყურები.

ვერ დაშოშმინდნენ ვერაფრით,
იდგნენ და რა არ იფიქრეს,
შალშავიც ვეღარ მოკრიფეს,
მალე მოკურცხლეს შინისკენ.

ბებომ იცინა: ეგ ცელქი
ჩიტუნას ონიო,
ის ტყეში ყველა ხმას ბაძავს
მცინარი შაშვი ჰქვიო.
მშიშრებო, ამასობაში,
შალშავიც მოლიო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნ - ამგალაერთ დილასაც რომ გათენდა, ცელქი გოგო ნინო ადრიანად გაეშურა ტყეში სასეირნოდ... ნიავმა რომ დაუბერა და გაფანტ...მეგობრები წაიჩხუბნენეს ამბავი მოხდა ტყეში... ტყე არც ისე უღრანია, ალაგ- ალაგ პანტის ხე დგას, უფრო მეტად ,მუხნარია, თუ ჭალისკე...ბ - ოლოცეცხლაბოლოცეცხლას კი იცოდეთ, ბოლი არასდროს არ ასდის, არც ხანძრის გაჩენა უყვარს და არც ასანთით თამაში. ასე იმიტო...ჭ - ინჭრაქაჭინჭრაქა თავის კოხტა კუდს მარაოსავით დააქნევს, ღობეში უყვარს შეძრომა და ღობემძვრალა დაარქვეს. იტყვიან: ჭი...ძ - ერაროცა მინდვრად მეზობლები, ქერს და ხორბალს თესავენ, კრუხ-წიწილას თავს ევლება, კოხტა გოგო - კესანე. „წიწილებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026