kids.ge logo

ჰ - არპი

ფავორიტებში დამატება

ყვე−ლა ჩი−ტი არ გე−გო−ნოთ
ღუნ−ღუ−ლა და უ−წყი−ნა−რი,
მა−გა−თაც ჰყავთ, პა−ტა−რე−ბო,
ერ−თი გვე−ლე−შა−პის და−რი.

თუ გა−მოჩნ−და ი−გი ცა−ზე,
ა−ღარ ა−რის იქ დრო მოც−დის,
ჰარ−პი ჰქვი−ა და ნამდ−ვი−ლად
ფრინ−ვე−ლებ−ში ა−რის მონსტ−რი.

რომ შე−ხე−დავ, შე−გა−ში−ნებს,
გამ−ჭოლ მზე−რით, ტა−ნად სრუ−ლი,
თით−ქოს ა−და−მი−ანს ჰქონ−დეს
ჩი−ტის ფორ−მა გა−დაც−მუ−ლი.

ჰარ−პი ჰა−ერს რომ მი−ა−პობს,
თით−ქოს ელ−ვამ გა−დი−ა−რა,
ამ დროს ყვე−ლა ფრინ−ველს უ−ჯობს,
რომ არ სტვენ−დეს ჰარი-ჰარად.

მსხვერპლს თუ მოჰკ−რა ჰარპ−მა თვა−ლი,
არ ა−ში−ნებს სუ−ლაც მტე−რი,
გინდ უ−ძა−ხე: „ჰა−უ, ჰაუ“
გინდ უ−ძა−ხე: „ ჰე−რი, ჰე−რი...“

და−ა−ცხრე−ბა თავს საკ−ბი−ლოს,
ჰგავს სისწ−რა−ფით ჰარ−პი ვულ−კანს,
ო−რას მეტრ−ზე ხე−დავს კენ−ჭებს,
კლან−ჭე−ბი კი ალ−მასს უ−გავს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტასო მოიტაცეს...ერთხელ ტასოს უსაქმურად გადაედო ფეხი ფეხზე, თვალს ავლებდა ჭალის პირზე ასკილების ფერად მესერს. ,,მე მინდა, ...ძ - ერაროცა მინდვრად მეზობლები, ქერს და ხორბალს თესავენ, კრუხ-წიწილას თავს ევლება, კოხტა გოგო - კესანე. „წიწილებ...ე - შმაკუჭაეშმაკუჭა სულ არა ჰგავს ეშმაკს, ფრთის ფარფატით აიჭრება ცაზე, არ ვიცოდი, გამიკვირდა, თურმე მთაში ოფოფს ეძახ...მეგობრები წაიჩხუბნენეს ამბავი მოხდა ტყეში... ტყე არც ისე უღრანია, ალაგ- ალაგ პანტის ხე დგას, უფრო მეტად ,მუხნარია, თუ ჭალისკე...ყ - ანჩაყანჩაზე უნდა მოგიყვეთ, აბა, მოსწიეთ ყურები! მოგზაუროდნენ ერთხელაც ბუნებისმოყვარულები. ჰოდა, ჩამოსხდნენ ტბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026