kids.ge logo

ქრის, ქრის, ქრის

ფავორიტებში დამატება
ქრის, ქრის, ქრის
ქარი სექტემბრის.
ფარფატელა ჭადრის ფოთოლს
მიქანებს ძირს.
ვის მოუხმობს, ვის
ზარი სექტემბრის?
ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ!
ყველა სწავლის გმირს.
ფრი, ფრი, ფრი,
ჩიტი ხეზე ზის,
გასაფრენად ემზადება
მომღერალი მზის.
ამ ჩიტივით ჩვენც
ძლიერ ვღელავთ დღეს.
ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ!
გული ლხენით ძგერს.
ქრის, ქრის, ქრის
ქარი სექტემბრის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიმღერა საქართველოზემოკაშკაშე ცაო, ზღვაო, ლიცლიცაო. დათოვლილო მთაო, მთაო, ქათქათაო, ჯეჯილო და ტყეო, სულ იშრიალეო, საქართველოს...ფეხსაცმელი- პირს შაშვივით რისთვის აღებ, ფეხსაცმელო, რა გჭირს? მითხარ, იქნებ კბილი გტკივა ყბას შეგიხვევ ნაჭრით. შიმშ...ლოკოკინა-ძამია ლოკოკინაო, მარტო არ მოგეწყინაო? მითხარი, რატომ აიგე ასე პატარა ბინაო? სტუმრად რომ ვინმე გეწვიოს, ს...ამანათიფრენა-ფრენით სოფლიდან ამანათი მოფრინდა. იმ კალათას ფრენიას ზედ ბარათი ჰფენია: „ჩვენო ცუგრუმელებო, ე...საახალწლოჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა, შოკოლადის ფილა, მოგილოცავთ სუყველას ახალი წლის დილას! ოქრო გოგო-ბიჭებო, დამიბერდით...

ნახატი ლექსები

ლექსზე „ქრის, ქრის, ქრის“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026