kids.ge logo

მალე ფერგადაშლილი

ფავორიტებში დამატება
მალე ფერგადაშლილი,
ამწვანდება ტყე-ველი,
გაიშლება ყვავილი,
სურნელების მფრქვეველი;

გაცოცხლდება დაფნარი,
მთის მწვერვალი, ტყის პირი,
და დაივლის ნარნარი
გაზაფხულის ზეფირი.

წყნარი სევდა მეწვევა,
წამიღებს სიმთა ჟღერა;
ნისლით გამოერკვევა
ჩემი გულის სიმღერა.

ქვებს, ბალახებს დაატკბობს
ჰანგი თავისებური,
მკაცრი - მაგრამ ლამაზი,
ნაზი - მაგრამ ველური.

როდი მიყვარს, გულისთქმა
თუ ნაღველს არ ერევა,
თას ხმაში ჩემი ხმა
ამ ხმამ განაცალკევა.

როდი მიყვარს, გულისთქმა
თუ გულმავე არ ჰპოვა,
თას ხმაში ჩემი ხმა
ამ ხმამ განამარტოვა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩვენ, პოეტები საქართველოსიგულში იმავე გრძნობით ბრუნდება და მოლოდინი დარეკავს ჩუმი, რომ არაერთხელ აგუგუნდება დედამიწაზე კიდევ სამუმი...შავი ყორანიგზა გავიარე... მსურს მოვიხედო და დავინახო მთისა ქედები; შავი ყორანი გზაზე მომჩხავის: ”ნუ იხედები... ნუ იხ...მატარებელშიმთები აჭრელდა როგორც ჟირაფი, მატარებელი მიჰქრის ბინდებად, ახლა იწყება წიფის გვირაბი, თქვენ ხომ არაფრის შე...დროშები ჩქარაგათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა... დროშები ჩქარა! თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გ...თოვლიმე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა. მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026