kids.ge logo

სად?

ფავორიტებში დამატება
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მისაფარი?
რას მომცემს ისეთს მე საქართველო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი! მაგრამ უმიზნო დღეებს
ვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით,
ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდები
და ვეთხოვები მწარე ქვითინით.
მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნება
დემის ციურხატებად სთვლიდა,
ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი,
ყველა მომცილდა, ყველა წავიდა.
უხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს,
ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?
ვწუხვარ, ვეძახი ჩემს სიყმაწვილეს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მისაფარი?
რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი... მაგრამ უმიზნობაში
ფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს...
ვწუხვარ... ვეძახი სიცოცხლის მიზანს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დადგა აგვისტოდადგა აგვისტო. ცა რიდეული დაისიცხება ისევ დილ-დილით; ქალაქს ედება მზე თვითეული ყაყაჩოებით, ტუხტით, პილპილ...ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალაქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა ზაფხულის ტყეებს გადაახალა. ისმოდა ხმები ახალ-ახალი, ტყე ტაძარივით იყო მაღალი....არ არის იგი იმდენად ტკბილიარ არია იგი იმდენად ტკბილი დრო, დაფარული ცეცხლის ენებით, მაგრამ არც ისე მწარწ აქვს კბილი საწამლავებით და ...მშობლიურო ჩემო მიწავ!სამი დიდი ოკეანე გარე უვლის ნათელ მხარეს, მთვარიანი და მზიანი ზეცა აფრქვევს სიანკარეს. ორ ზღვას შუა ძველი...ნუგეშიარის დღეს ჩემთვის ნაზი ნუგეში, ვიყო უმშვიდეს წარსულის მტერი: შევიდე უცხო სიმსუბუქეში, გამომყვეს ლურჯა ცხე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026