kids.ge logo

მთაწმინდის მთვარე

ფავორიტებში დამატება
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
სე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახველი მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ფინება ვარსკვლავების კრთომა მხირული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სირული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩახედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იქ პოეზიის ფრიალებს დროშაზღვაში გადვისვრი ბედითი ბადეს, რომ ოქროს თევზი მოჰყვეს ცბიერი. მისი დანახვა მრავალჯერ სცადეს, მე კი ნამდვ...შენ ზღვის პირადშენ ზღვის პირად მიდიოდი, მერი, სხივქვეშ თრთოდა შენი ნაზი ტანი და გფარავდა მწვანე სუროსფერი ცაცხვისა და ალ...დაგიფარავენმივეჩქარები იქ ხელაღებით, სადაც არაგვი მოჰქრის გიჟური, სადაც ბაღებით და ვენახებით ციხიდან შუქი გამოიჟურა....ეს გრიგალია სიახლისფანჯარას ტოტებს მიახლის, მთვარეს მიართმევს ზიანებს, ეს გრიგალია სისხლის, მზე რომ არ დააგვიანებს. მე სიხარ...ჰიმნი ქართულ ანბანსშენ, რომელიც მარად მზეებრ გვინათ, არა გუშინ გაჩნდი თვალის ჩინად, არამედ მზით ამოენთე ბრწყინვად - ოცდაექვს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026