kids.ge logo

თოვლი

ფავორიტებში დამატება
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
დაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
ანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
ღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
ელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
მიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კაკლის ხე მთაწმინდაზეთითქო დაეშვა შავი ფარდები, ღამის წყვდიადში ისე მწარდები. ცივია გული? არ შეუყვარდი? არაფერია, შეუყვარდები....ის წაიყვანა ოცნებამ მისმაის წაიყვანა ოცნებამ მისმა, სადაც ჰაერი ზღვის ფერისაა. ის წაიყვანა იქ ფანატიზმმა, იქ ხომალდები ჰომერისაა. ...გულო, რა გემართება?შემოდგომის ყვავილებს დიდებასთან მივიტან, ერთი შორი ოცნება მახსოვს ძველ მოტივიდან. ვარდები არ არიან, მაგრა...მოსვლას აპირებს წვიმამოსვლას აპირებს წვიმა, იგრძნო ღრუბლების გემმა, გააწკრიალა სიმმა შენი სახელი - ემა. გადატეხილი მეხით ლამის...უსიყვარულოდუსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრშება სასიხარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026