kids.ge logo

ეს მძინარე მთა და ველი

ფავორიტებში დამატება
მწუხარებავ, როგორც გველი,
ხშირად გულში გამიარ,
ეს მძინარე მთა და ველი
ყოს მრავალჟამიერ!
შენ, მეღვინე, ღვინო გვასვი,
თვალს ნუ მიძინება,
ფიქრები გვაქვს ასჯერ ასი,
როგორც ღრუბლის დინება.
ნუთუ არსით არის შველა
უჩვევი თუ ჩველი?
გადღეგძელოთ ყველა, ყველა
ამ სუფრაზე წველი.
მწუხარებავ, როგორც გველი,
ხშირად გულში გამიარ,
ეს მძინარე მთა და ველი
ყოს მრავალჟამიერ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თვალუწვდენელი, დაუსაბამოთვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო, ჩუმი, მყუდრო დასევდიანი იყო საღამო. თოვლზე დაცემულ სისხლის მსგავს...მგზავრის სიმღერარამდენ მდინარეს არბევს ეს დატეხილი მთები, დემონისას ჰგავს წარბებს მძლავრი ნიაღვრის ფრთები. სუნთქვა მაღლიდ...ვერხვებიყოველთვის, როცა დაბერავს ქარი და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად, ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი აშრიალდება უ...უსიყვარულოდუსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრშება სასიხარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებო...მღვრიე ქარითოვლის მხარე, ნისლიანი მთა და ბარი. მოვიმხარი მისი გზები, სიცივე და მღვრიე დარი... ზარზე ზარი, სწრაფი, ჩქ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026