kids.ge logo

აბასთუმანი

ფავორიტებში დამატება
ბას−თუ−მა−ნი — ხაბაზთუბანი…
მზემ ფანჯ−რე−ბი−დან შე−მო−ა−ნა−თა.
ჩე−მი სა−წო−ლი და სას−თუ−მა−ლი,
ჩე−მი პა−ლა−ტა, თეთ−რი პა−ლა−ტა.
ჩე−მი სიმ−ღე−რის ეშ−ხით მიმქ−რა−ლი
ქე−რათ−მი−ა−ნი ე−ქი−მი ქა−ლი,
კე−ლაპ−ტა−რი−ვით ჩემთ−ვის დამწ−ვა−რი
და სა−ნუკ−ვა−რი სიკვ−დი−ლის დღემდე…
კვი−რა−ში ერ−თხელ თეთ−რი საც−ვა−ლი
მო−ხე−ტი−ა−ლე ცხოვ−რე−ბის შემდეგ…
სანთ−ლით შუ−ა−ღა−მის ა−კე−ლაპტ−რე−ბა
და გა−ტე−ხი−ლი სი−ცხის საზომი…
წევ−ხარ, ოც−ნე−ბობ და გე−ნატ−რე−ბა.
ო−და−ში რომ დგას, ის ხის სა−წო−ლი.
გა−ნა ო−დეს−მე და−მა−ვი−წყდე−ბა
ა−ბას−თუ−მან−ში თავ−და−ვი−წყე−ბა?
თეთრ მა−გი−და−ზე წიგ−ნე−ბის გრო−ვა,
ცის−ფერ ვა−ზა−ში ნაძ−ვის რტო მწვა−ნე,
ოც−ნე−ბა: თბი−ლისს წასვ−ლის დროც მო−ვა,
მი−ი−წუ−რე−ბა აგ−ვის−ტო მა−ლე!
აბას−თუ−მა−ნი - ხაბაზთუბანი…
მზე ფანჯ−რე−ბი−დან მო−ი−პა−რე−ბა,
ჩე−მი სა−წო−ლი და სას−თუ−მა−ლი,
თავ−და−ვი−წყე−ბა და ნე−ტა−რე−ბა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაჟა-ფშაველას ნაამბობივინ დამიბედა გზები პოეტის, ვინ გამამზადა საბედისწეროდ! ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლე...კრწანისის ყაყაჩოებიჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავჩოხიან...ცხრა ძმა ხერხეულიძეეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?! საით წავიდნენ ვაჟები...ბარდნალარა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი, ჩემი ხორგო და მარა...ჩემი სამშობლოტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი, ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის, ტკბილია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026