kids.ge logo

ეს მძინარე მთა და ველი

ფავორიტებში დამატება
მწუხარებავ, როგორც გველი,
ხშირად გულში გამიარ,
ეს მძინარე მთა და ველი
ყოს მრავალჟამიერ!
შენ, მეღვინე, ღვინო გვასვი,
თვალს ნუ მიძინება,
ფიქრები გვაქვს ასჯერ ასი,
როგორც ღრუბლის დინება.
ნუთუ არსით არის შველა
უჩვევი თუ ჩველი?
გადღეგძელოთ ყველა, ყველა
ამ სუფრაზე წველი.
მწუხარებავ, როგორც გველი,
ხშირად გულში გამიარ,
ეს მძინარე მთა და ველი
ყოს მრავალჟამიერ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ისევ მაისის მათრობს თვალებიისევ მაისის მათრობს თვალები, ისევ სავსე ვარ მზით და ვნებებით, გაჩნდნენ ნათელი თებერვალები, ახლა მცხოვრებნ...ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავებისლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების, დასავლეთის კარი ჩატყდა ზმორებით; უნაზესი ისმის ხმა საკრავების ბაღებს იქ...სიბერემე მიღალატეს ძველმა რითმებმა (ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს), თუმცა მე მასთან მიყვარდა შებმა_ ეხლა რ...ქალაქი წყალზექალაქი წყალზე,წარბშეყრილი და მრისხანება, როგორც ქალაქი,დრედნოუტიც ისე ჩუმია! მხოლოდ ნაპირას მოასკდება გამ...ყველას რაიმე აქვს სახსოვარიზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი, ზოგს ოქრომკერდით მონაქსოვარი, სურათი რამე კარგზე მგლოვარი, ყველას რაიმე ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026